მასტურბაცია სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

88,425 ნახვა 10 სგ
10 სგ

ქუთაისი - საქართველოს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც მასტურბაციის კრიმინალიზაციას ეხება.  

ამ კანონის ამოქმედების ვალდებულება საქართველომ ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში იკისრა.  

კანონპროექტის თანახმად, მასტურბაცია სისხლის სამართლის დანაშაული გახდება, რადგან ამ დროს, პიროვნება საკუთარი სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილების მიზნით,  იყენებს მეორე პირს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.

მასტურბაციის ფაქტზე გამოჭერილი პიროვნება ვალდებული იქნება წარმოადგინოს იმ პირის წერილობითი თანხმობა, რომელზეც იმ მომენტში ფიქრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება კანონით გათვალისწინებული ამღკვეთი ღონისძიებები. დანაშაულის პირველად ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 69 ლარის ოდენობით. ხოლო განმეორების შემთხვევაში ერთკვირიანი გამოსასწორებელი სამუშაობი საქართველოს პარლამენტში.

ინიციატივას დადებითად მოეკიდა საქართველოს საპატრიარქო, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. "ხელმარჯვეობა, იგივე ჩუკენობა, იგივე ონანის ცოდვა, არის უმძიმესი ცოდვა, რომელიც ოდითგანვე ისჯებოდა საქართველოში. ამის ერთ-ერთი მაგალითია დიდოსტატი და მისი მარჯვენა." - ნათქვამია განცხადებაში

ჩვენმა ჟურნალისტმა სცადა დაკავშირებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "არსაკიძე და საზოგადოებას," რომელიც ქართველი ონანისტების უფლებებს იცავს. თუმცა პრესსამსახურის უფროსმა მრუდე ხმით უპასუხა, რომ სხვა საქმით იყვნენ დაკავებულნი. ჩვენს ზარს არც ორგანიზაცია "მძლეველმა" უპასუხა. 

უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი კანონის საკომიტეტო მოსმენას დაიწყებს, რომელზეც მოსალოდნელია იმ ადამიანთა გამოჩენა, რომლებიც აქტიურად ებრძვიან მასტურბაციას როგორც საზოგადოებაში, ასევე საკუთარ თავში. 

 

კომენტარები