რამდენიმე ათასწლეულის ასაკში, ქართველობა გარდაიცვალა

7,702 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი - გუშინ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, რამდენიმე ათასლწლეულის ასაკში, ქართველობა გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, წინა წლის 17 მაისს, ქართველობას უზნეობის მეექვსე სტადია დაუდგინდა და ისეთი ანტიბიოტიკებით მკურნალობამ, როგორებიცაა "kacilin" "heterocilin B" და "mamaocilin I" შედეგი ვერ გამოიღო. ამა წლის 2 მაისს, ქართველობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძაფრად გაუარესდა როდესაც ორგანიზმში მავნე ბაქტერიის "antidiskriminiziom 41"-ის გავრცლება დაიწყო.

ქართველობამ გუშინ ღამით, საკუთარ ტერიტორიაზე დალია სული. ექიმების განცხადებით, ოჯახის გადაწყვეტილებით, ის აპარატიდან მარიკო ებრალიძის ევროვიზიაზე გამოსვლამდე გამოთიშეს, რათა "მშვიდად განსვენებულიყო ის უბედური."

ქართველობის გარდაცვალებამ ძლიერ ატკინა გული მის ნათესავებს და ახლობლებს: კაცობას, მეობასა და გაგებას.ასევე ძლიერ ტრაურში იმყოფებიან ღირსება და ლევან ვასაძე.

ქართველობას დაწერილი აქვს მრავალი პუბლიცისტური ნაშრომი, როგორებიცაა: "შოთა, ილია, ლევანა, მელორა და ბიჭები," "ასავალ დასავალი," "კარლსონი რომელიც სახურავზე ცხოვრობს, ანუ კახა ბენდუქიძეს ბიოგრაფია" და "9 წელი დედამიწის გარეშე(მო)."

პანაშვიდები შედგება კავკასიის ქედზე, იმ გამოქვაბულში სადაც ამირანი იყო მიჯაჭვული, მესამე სართულზე, ხოლო გასვენება მოხდება ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. 

კომენტარები