მმკ-მ კიდევ ერთი გეი კონსპირაცია გაშიფრა

5,285 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი - ორგანიზაცია "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა," რომელიც ქართველი ერის გადარჩენისთვის 24 საათიან რეჟიმში იბრძვის, კიდევ ერთი გეი კონსპირაცია გაშიფრა და მის მოსასპობად 17 მაისს სპეციალურ ღონისძიებას გაატარებს. 

როგორც ჩიტს ორგანიზაციის ლიდერმა ავთანდილ უნგიაძემ განუცხადა, ორგანიზაციას სანდო წყარომ საქართველოში მიმდინარე საშინელი პროცესის შესახებ აუწყა. "ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი გეი ადამიანი, რომელიც ადრე გეი არ იყო და ამ საშინელი ხერხის გამო შეიცვალა ორიენტაცია და მოგვითხრო იმ საშინელების შესახებ, რასაც საქართველოში ევროპისა და ამერიკის დაფინანსებით აკეთებენ სხვადასხვა ორგანიზაციები. ამავე პროცესში ჩართული იყო საქართველოს ყოფილი ხელისუფლებაც." - დასძინა უნგიაძემ. მისი თქმით, ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოში აქტიურად ხოცავდნენ ხვლიკებს, რომელთა სისხლსაც უსმევდნენ სხვადასხვა შუშებზე. "ჩვენ დავადგინეთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ახირება, შუშით გაეფორმებინა ყველა შენობა, შემთხვევითი არ ყოფილა. ისინი აქტიურად უსმევდნენ ხვლიკის სისხლს ახალი შენობების ფანჯრებს, რის შედეგადაც იქ მომუშავე ან მცხოვრები ან შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები გამვლელებს და კერძოდ კი კაცებს შიშვლად ხედავდნენ. ამის შედეგად, იყო ბევრი გეი-ვნებით მოსილი მამაკაცი და სწორედ ასე იღუპებოდა ქვეყანა ნელ-ნელა." 

უნგიაძის განცხადებით, 17 მაისს ერი და ბერი შეიკრიბება და ყველა ასეთ შენობას ჩამოუვლის ჩვრებით, საპნიანი წყლითა და სპეციალური ხელსაწყოებით და ხვლიკის სისხლით გაპოხილ ყველა შუშას ერთბაშად გაწმენდს. "მე მოვუწოდებ ყველა მორწმუნეს, 17 მაისს გამოვიდეს ქუჩაში და თან იქონიოს ფანჯრის საწმენდი საშუალება და ჩვარი." - თქვა მან.  

კომენტარები