თბილისი - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის გიორგი სიგუას განცხადებით, საქართველოში "კაზანტიპისა" და "კრიმფესტის" ანალოგი ფესტივალები ჩატარდება, რომლებიც მთლიანად სამარხვო იქნება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი "კრიმფესტის" ანალოგი ფესტივალი მხოლოდ პურზე და წყალზე უნდა ჩატარდეს, აკრძალული იქნება ყოველგვარი ცხიმიანი საკვები, რომ არაფერი ვთქვათ ცხოველურ პროდუქტებსა და ალკოჰოლზე. რაც შეეხება "კაზანტიპის" ანალოგ ფესტივალს აქ გამკაცრდება წესები, რადგან როგორც მოსალოდნელია ამ ფესტივალს დაესწრებიან ერთმორწმუნე ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები, ხოლო მოგეხსენებათ ერთმორწმუნეთა შორის გარყვნილება სძაგს უფალსა.
საპატრიარქოს ინიციატივით ფესტივალებზე დაწესდება ფეისკონტროლი (Faith და არა Face), რომელიც უზრუნველყოფს ქართველი ქალის უმწიკვლო რეპუტაციის დაცვას. შესაბამისად გოგოებისთვის აკრძალული იქნება: შარვლით ან შორტით მისვლა, თავსაფრის გარეშე შესვლა, ასევე შეზღუდვა მოქმედებს იმ გოგოებზე რომელთაც "დედათა წესი" უწევს ფესტივალის პერიოდში.
ბარში გაიყიდება შემდეგი სასმელები: თაფლიანი წყალი, კოქტეილი "სალბუნი" და ლიმონათი "ხარება". აუცილებლად იმუშავებს ე.წ. ბუფეტები სადაც შესაძლებელი იქნება საჭმლის შეძენა. მრევლისთვის და "მადლი" ბარათის მფლობელთათვის იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.
წესები გამკაცრდება ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებაზე. ფესტივალის ტერიტორიაზე შეუძლებელი იქნება რაიმე არასამარხვოს მიღება, ხოლო თუ ბიოს კაიფში მყოფი მაინც შემოეპარება ფეისკონტროლს, მის დასაცავად დაიდგმევა სპეციალური ხმის გამაძლიერებლები, რომელიც ყოველ 5 წუთში დაიძახებს: "არ გადმოხტე, არ გადმოხტე".
"ამ ფესტივალებზე სასტიკად იქნება აკრძალული ყოველგვარი ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალება,ამას უზრუნველყოფს სპეციალურად გაწვრთნილი საპატრულო ეკიპაჟი, რომელმაც სტაჟირება გაიარა 2 მაისს 'ვიტამინი კუბების' ივენთზე" - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. მათი თქმით, პატრულისა და შსს-ს თანამშრომლებს ძალიან გაუჭირდათ მთელი ღამე მობოლიზება, რადგან მათი განცხადებით Minilogue-ს კიდევ გაუძლებდა კაცი, ხოლო Xhin ძალიან მძიმე იყო. სწორედ ამიტომ მთელი ზაფხულის განმავლობაში გადაწყვეტილია, რომ ზემოთხსენებული სამინისტროს თანამშრომლები ინტენსიურ მომზადებას გაივლიან სხვადასხვა ივენთებზე, რათა ყური შეაჩვიონ ელექტრონულ მუსიკას. "ჯერჯერობით Maceo Plex-ზე უფრო მძიმეს მუსიკას ვეღარ ვუსმენთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აგვისტომდე გავივლით გადამზადებას და მერე Brian Sanhaji-ც ვერაფერს დაგვაკლებს" - ამბობს შსს-ს თანამშრომელი. გარდა ამისა საპატრულო მანქანის ბორტკომპიუტერებში ჩაითვირთება ჰაუსები და ტეჩნო ტრეკები, რაც საშუალებას მისცემს პატრულს აითვისოს სპეციალური უნარჩვევები, როგორებიცაა თავის წინ და უკან ქნევა რიტმის შესაბამისად, თვალებდახუჭული სიგარეტის მოწევა და ყურგაზმის იმიტაცია.