კანონი მეშახტეების წინააღმდეგ

6,145 ნახვა 5 სგ
5 სგ

თბილისი -  11 მაისს, სტახანოვის გარდაცვალებიდან 80 წლისთავზე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინ მართლმადიდებელ მუშათა აქცია იგეგმება.

აქციის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ: მიღებულ იქნას კანონი მიწიდან მოპოვებული ნებისმიერი  წიაღისეულის აკრძალვის შესახებ, რომელიც დევს 66.6 მეტრზე ქვემოთ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მამა ცისკარას განცხადებით, მითითებულ სიღრმეზე ქვემოთ უკვე ეშმაკის სამფლობელო იწყება და იქედან ამოტანილი ნებისმიერი ნივთი,  განიხილება როგორც ეშმაკის საკუთრება. ამგვარი საქციელით, ადამიანები აღიზიანებენ ეშმაკს, რამაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა სატანასთან კონსტრუქციულ დიალოგზე. "გარდა ამისა, წიაღისეულის ეშმაკის ტერიტორიიდან ამოღებითა და საქართველოში ამოტანით ბიძურდება საქართველოს აურა და მძიმდება ჩვენი ცოდვები." განმარტა მამაომ. 

მამა ცისკარას განცხადებით, საერო პრობლემებიდან კი მსგავსი კანონის მიღება უკვე ავტომატურად გადაჭრის საყდრისის საკითხსაც.

ჯერჯერობით გაურკვეველია მეშახტეების პროფკავშირის რეაქცია, რადგან მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ და რა მიწამ ჩაყლაპა ვერ გავიგეთ.

კომენტარები