საპატრიარქო ჩამორთმეული ყმების უკან დაბრუნებას ითხოვს

12,794 ნახვა 10 სგ
10 სგ

საქართველოს საპატრიარქომ რამდენიმე საათის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა. ამ განცხადების მიხედვით, ეკლესია ითხოვს 1861 წელს რუსეთის იმპერიის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ყმების უკან გადაცემას. "საქართველო იმ პერიოდში იყო დაპყრობილი სხვა ქვეყნის მიერ, ამიტომ საეკლესიო ყმების ჩვენთვის ჩამორთმევა არის უკანონო აქტი. შესაბამისად, ყმები დედაეკლესიას უნდა დაუბრუნდნენ" - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მამა მიქაელ ბოტკოელმა აღნიშნა, რომ ამ ყმების უმრავლესობა არიან გეიები და ურჯულოები, რომელთა დედაეკლესიებისთვის დაბრუნება ქართველი ერის სულიერ სიჯანსაღეზე დადებითად აისახება და ივერიაც გაბრწყინდება. ამას გარდა, ეკლესიისთვის დაბრუნებისთანავე ყმები იკურთხებიან, რომლის ხარჯების ანაზღაურებაც სახელმწიფოს დაეკისრება.

განცხადებას სულ მალევე გამოეხმაურა გედევან ფოფხაძეც, რომელმაც თავმომწონედ აღიარა რომ ის ყოფილი აზნაურია და მიესალმება საპატრიარქოს წინადადებას. ასევე, საპატრიარქოს ერთგულების ნიშნად ბოლო წლებია შავ ჯიპს დაატარებს. "ჩვენ დიდი ხანია ამ საკითხზე ვფიქრობდით და კარგია რომ ასეთი ბრძნული გამოსავალი გამოძებნა უწმინდესმა" - დაამატა გედევან ფოფხაძემ და შოკოლადის ბუს თავი მადიანად მოაკბიჩა.

საქართველოს მოსახლეობის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, რადგან ასე პატრიარქმა გადაწყვიტა, მოსახლეობაც მთელი ცხოვრება ამ აზრზე იყო.

ეკლესიის მოთხოვნით, 2014 წლის 14 ოქტომბერს დაინიშნება რეფერენდუმი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ტაძარში ზეპირი ფორმით ჩატარდება, ხოლო შედეგებს მამაოები შეაჯამებენ.

კომენტარები