საპატრიარქო მრევლს მარილის შეწირვას სთხოვს

20,971 ნახვა 7 სგ
7 სგ

თბილისი - ამ წუთებში საპატრიარქოს საგანგებო განცხადება გავრცელდა, რომლითაც წმინდა სინოდი და უმაღლესი სასულიერო იერარქები მართლმადიდებელ მრევლს მარილის შეწირვას სთხოვენ. ჩიტი უცვლელად გთავაზობთ აღნიშნული მიმართვის ტექსტს:

"სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისა,
ამინ.

დანო და ძმანო, შვილებო,

დედა სამშობოლო და ეკლესია გასაჭირშია. ქუთაისში თავმოყრილი გარყვნილი პარლამენტარები სულ მალე მიიღებენ ანტი-დისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ანტი-ქართული და ანტი-ეკლესიურია. ამის შესაჩერებლად საჭიროა საქართველოს პარლამენტის შენობის კვეთებულით გამოლოცვა და ბოროტის განდევნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან. 

გამოლოცვისათვის საჭიროა ბოროტი გამოიკეტოს ერთ ადგილას, ამ შემთხვევაში - პარლამენტის შენობაში. სწორედ ამიტომ, დღეს, ისე როგორც არასდროს, დედა ეკლესიას ესაჭიროება მისი თითოეული შვილის დახმარება. ბოროტის დასამწყვდევად საჭიროა პარლამენტის შენობას შემოერტყას მარილის წრე. იქიდან გამომდინარე, რომ შენობა დიდია, გვესაჭიროება დიდი რაოდენობის სუფთა მარილი. დედა ეკლესია გაძლევთ კურთხევას, თქვენს სახლებში არსებული მარილი მოაგროვოთ და მიიტანოთ საქართველოს საპატრიარქოსთან ან სამების საკათედრო ტაძართან." 

როგორც ჩიტს საპატრიარქოში განუცხადეს, მარილი შეიძლება იყოს როგორც იოდირებული, ასევე არაიოდირებული, მთავარია კეთილი განზრახვითა და გულით იქნეს მიტანილი საერთო საქმისთვი.

მარილის მიღება დღეს საღამომდე გაგრძელდება და როგორც კი საჭირო რაოდენობა მოგროვდება მასალის ჯერ კურთხევა, შემდეგ კი ქუთაისში ტრანსპორტირება მოხდება. 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ერთადერთი პარლამენტარი, რომელიც მარილის წრის გარეთ დარჩება გედევან ფოფხაძეა.

კომენტარები