თბილისი - 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გიორგი გაბედავას, მელორ ვაჩნაძისა და სხვა მსგავსი ოდიოზური პირების ჩართვის შემდეგ, ქართველმა თანამედროვე ისტორიკოსებმა არჩევნებს ოფიცილურად "ყლეთა დოღი" უწოდეს. როგორც საქართველოს ისტორიის კვლევის ინსტიტუტში აცხადებენ, აღნიშნული სახელი ყველაზე ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, რომლის წინაშეც ქართველი ამომრჩეველი დგას.
"აი, შეხედეთ ახლა ამას? ვინ ეჯიბრება ერთმანეთს ფინიშზე მისასვლელად? ჩვეულებრივი დოღია, გასწრობანა, მისწრობანა, ჩვენც შესაბამისად ვუწოდეთ სახელი." განაცხადა პროექტის თავმჯდომარე ქართლოს გულმართლისშვილმა. როგორც ისტორიკოსმა ჩიტთან საუბარში დასძინა, აღნიშნული სახელით ეს ისტორიული მოვლენა ენციკლოპედიებში, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და სხვა აკადემიურ დოკუმენტაციაშიც ჩაიწერება.
ისტორიკოსების თქმით, შესაძლებელია მომავალში სახელი მოდიფიცირდეს, იმის მიხედვით თუ კიდე ვინ შეემატება საარჩევნო მარათონს. მეცნიერთა თქმით, არაა გამორიცხული უახლოეს მომავალში სახელწოდებას წინ "მეგა" დაემატოს.