მომავალი პრეზიდენტის ვინაობა "ნიჭიერში" გაირკვევა

4,491 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი, 15 აგვისტო - საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაში სექტემბრის ბოლოს შევა. ცვლილებების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტს ძალაუფლებათა უდიდესი ნაწილი ერთმევა და მისი ფუნქციები პრემიერ-მინისტს ეძლევა. აღნიშნული ცვლილებების შედეგად საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. "ბუტაფორიული" თანამდებობის პირი იქნება. პრეზიდენტის უფლებამოსილებების ნუსხასთან ერთად იცვლება მისი არჩევის წესიც. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი პოპულარული შოუ "ნიჭიერის" საშუალებით აირჩევა.

შოუში კანდიდატების პრე-კასტინგი უკვე მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსრუველს შეუძლია. არჩევის ეს წესი უფრო მეტი გამჭვირვალობისა და კანდიდატთა თანაბარ პირობებში ჩაყენების შესაძლებლობას იძლევა. ახალი წესების მიხედვით კანდიდატებს არ სჭირდებათ ხელმოწერების შეგროვება, ისინი უბრალოდ რეგისტრირდებიან შოუში და ხდებიან კანდიდატები. შემდეგი ეტაპი კი გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჟიურისა და ამომრჩევლის წინაშე კანდიდატები თავისი ნიჭის დემონსტრირებას შეეცდებიან. პოტენციური პრეზიდენტი ვალდებული იქნება დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია ქართული სიმღერა, ცეკვა და ლექსის წაკითხვა.

ჟიურის წევრების შერჩევას საქართველოს პარლამენტი პირველი სექტემბრიდან დაიწყებს. ჟიურის ორ წევრს ამტკიცებს ოპოზიცია, ხოლო ერთს საპარლამენტო უმრავლესობა. პირველ ტურში მონაწილეთა ბედი მთლიანად ჟიურიზე იქნება დამოკიდებული, ხოლო მეორე ტურიდან უკვე მაყურებელიც ჩაერთვება და ხმის მიცემა SMS-ებითა და სატელეფონო ზარებით მოხდება. არჩევნების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით თითო აბონენტს თითო ხმის მიცემის საშუალება ექნება.

ფინალში ერთმანეთს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება და მოსახლეობას მხოლოდ ამ ეტაპზე შეეძლება მათი საპრეზიდენტო პროგრამის მოსმენა. რის შემდეგადაც მოხდება ერთ-ერთის არჩევა.

ქართველი პიარ ექსპერტი სოსო გალუმაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატებს ურჩევს, რომ ნიჭიერში გასვლამდე ან მშობლები დახოცონ, ან თუ მათი მშობლიური რეგიონი უკვე ოკპუირებული არ არის პროვოკაცია მოახდინონ და რუსეთის ჯარი შემოიტყუონ, ან რამე მძიმე დაავადებით დაავადნენ და ისე გავიდნენ სცენაზე, რადგან ასე მათი შანსები ერთი ათად გაიზრდება.

კომენტარები