თბილისში საახალწლო სამზადისი დაიწყო

4,703 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 9 დეკემბერი, 2011 - დედაქალაქში საახალწლო სამზადისია, თბილისის მერიამ ცენტრალური ქუჩების მორთვა უკვე დაიწყო და სულ მალე ჩიხებისა და შესახვევების გალამაზებას შეუდგება. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე უკვე ჩამოკიდეს მანათობელი ფრინველები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პინგვინის მიერ მოკლული ბეღურის სულს განასახიერებს. ბეღურის სული წინ მიიწევს ზეციური საქართველსკენ.

ჩიხებსა და პატარა ქუჩებზე ჩამოიკიდება 5 ლარიანი ვაუჩერების, დაგებული გზების, აშენებული სტადიონების, განახლებული ბათუმისა და სიღნაღის ამსახველი სანათურები.

ხელისუფლების ამ პროპაგანდისტულ ზეიმს ყურადღებას არ აქცევს ბიძინა ივანიშვილი, ის 17 დეკემბრისთვის ემზადება. "ქართული ოცნების" დაფუძნებიდან 6 დღის თავზე, ბარბარობის დღესასწაულზე, ივანიშვილი  გიგანტური ლობიანის გამოცხობასა და ხალხის დაპურებას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფება სასამართლოში ჩივილს აპირებს. "გიგანტური რაღაცეების გაკეთება ჩვენი 'ქოფირაითია' და ამ ნიშის აღების საშუალებას არავის მივცემთ." - განაცხადა გიგი უგულავამ. გიგანტური რაღაცეების ექსპერტი რეზო ამაშუკელის თქმით, ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, "მათ, თავის დროზე, ბადრის, გიგანტური ხვლიკის ჩამოყვანა არ აპატიეს და წარმომიდგენია ამას რას უზამენ." დასძინა გიგანტურმა ექსპერტმა.

ჩიტის გუნდი ინტენსიურად მუშაობს საახალწლო თემატიკაზე და ჩვენ ყოველდღიურად (თუ არ დაგვეზარა) მოგაწვდით ინფორმაციას ხელისუფლების, "ქართული ოცნებისა" და ბედკრული ქართველი ერის გეგმების შესახებ.

 

კომენტარები