საქართველოში ჰელოუინს აღნიშნავენ

7,709 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 30 ოქტომბერი - საქართველოში ჰელოუინის დღესასწაული უფრო და უფრო პოპულარული ხდება. წელს ამ დღესასწაულს საზოგადოების ყველა ფენა აღნიშნავს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე ჩამოიტანა ჰიბრიდული, ჩერნობილური გოგრები, რომლებისგანაც რუს ჯარისკაცებს გამოთლიან და ყოველ 40 მეტრში დადგამენ.

პრეზიდენტის საჰელოუინო ინიციატივით, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა გადადგა და მის ადგილას, დღეს 12 საათზე, სოფო ნიჟარაძე დაინიშნება. თუმცა, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს დაავიწყდა, რომ საჰელოუინო საშინელება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს და არა მთელი წელი. მამას არ ჩამორჩა ედუჩი სააკაშვილი, რომელიც ჰელოუინს ბერას ფორმაში გამოწყობილი შეხვდება.

საზეიმო პროცესებში ჩაერთო ოპოზიციაც. ბიძინა ივანიშვილი კარზე დაკაკუნებისა და კანფეტის თხოვნის ამერიკული ტრადიციის შებრუნებულ ვარიანტს შემოგვთავაზებს. ის ზებრაზე ამხედრებული ივლის კარდაკარ და ყველა ოჯახში კანფეტებს შეყრის. ITV-ს, REAL TV-სა და სხვა მსგავსი საშუალებების ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილის კანფეტები გამდიდრებული ურანისგან არის დამზადებული და ემსახურება ერის მოწამვლას.

საჰელოუინო განწყობა ფართო მასებშიც მომძლავრდა. წელს, თბილისის ყველა მოსახლე 100 ათასი მოწამის კოსტუმში გამოეწყობა და მასობრივად გადახტება მეტეხის ხიდიდან.

კომენტარები