"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" პრეზენტაცია

22,480 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 16 ივლისი - მთავრობის მიერ მხარდაჭერილი "დემოგრაფიული აღორძინების ფონდი," სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად, მოქმედ და სამომავლო პროექტებსაც წარადგენს საზოგადოების წინაშე. ერთ-ერთი მთავარი და პროგრესული პროექტი არის "ეროვნული სპერმის ბანკი," რომელიც შეცდომით ქალიშვილობა დაკარგულ და შემდეგ ვერ გათხოვილ გოგონებს ბავშვის ყოლასა და ერის გამრავლებაში შეეხიდება. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან ვასაძის განცხადებით, "ბანკში წარმოდგენილი ყველა სპერმა იქნება ნაკურთხი და შესაბამისად, ყველა საშვილოსნოში კურთხეული ქართველები ჩაისახებიან."

როგორც ჩიტს ფონდის მესვეურებმა გაანდეს, ბანკის შექმნის იდეა თავდაპირველად ძალიან ბევრ სირთულეს შეეჩეხა, მათ შორის იყო ჩუკენობის ცოდვის პრობლემა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩუკენობა ერის გამრავლებისთვის არის მიმართული და არა - სიამოვნებისთვის, ამ აქტს ცოდვის სტატუსი მოეხსნა. "ძალიან დიდი ხანია, რაც ჩუკენობა ერის პრობლემაა, თუმცა, ამ ახალი ინიციატივით ამ ყველაფერს ქვეყნის გადასარჩენად გამოვიყენებთ და ძალას, ენერგიას, ჩვენს შემოქმედებითობასა და ფანტაზიას მხოლოდ დემოგრაფიის განვითარებას მოვახმართ." - დასძინა ვასაძემ. აღნიშნულ ინიციატივას გამოეხმაურა კობა დავითაშვილიც, რომლის განცხადებითაც, ის თავის საპარლამენტო საქმიანობას სწორედ ამ მიმართულებით წარმართავს.

ფონდის ხელმძღვანელების განცხადებით, ახალი პროექტი საქართველოში ახალი თაობის გეების გაჩენასაც შეუშლის ხელს. ბანკის პროექტის ფარგლებში უკვე შექმნილია ახალი ტექნოლოგია, რომელიც "ტაბურეტისებურ" უჯრედებს უშვებს ჩასახვის ყველა კანდიდატში და მასში გეი სპერმატოზოიდების აღმოჩენის შემთხვევაში მათ სასტიკად უსწორდება. "გვეყო რაც ვყლაპეთ! ახლა ერის ჯანსაღად გამრავლების დროა!" განაცხადეს ფონდში.

კომენტარები