შხაპი თამარ ივერს ემიჯნება

8,606 ნახვა 0 სგ
0 სგ

აბაზანა, 31 მაისი - საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა აბაზანაში, სადაც შხაპი და მისი თანამოაზრეები თამარ ივერის კონცერტის გაუქმებას გამოეხმაურენ. შეგახსენებთ, რომ ქართველი სოპრანოს მისი ჰომოფობიური, სიძულვილით სავსე და დისკრიმინაციული განცხადების გამო პარიზის ოპერის თეატრმა კონცერტი გაუუქმა. აღნიშნულ ფაქტს შეუერთდა შხაპი და თანამოაზრეებთან ერთად მომღერალს ისიც გაემიჯნა. "ჩვენ უკვე გადავუგზავნეთ ფაქსი ქალბატონი თამარ ივერის აგენტს და ვთხოვეთ, რომ მან ჩემში არასოდეს იმღეროს." - განაცხადა მან.

სააბაზანოს სხვა წევრების განცხადებით, თუ ივერს ბანაობისას სიმღერა მოუნდება მას შეუძლია უფრო კონსერვატიულ მეთოდებს მიმართოს და ისე იმღეროს. "ტაშტსა და ტოლჩას მიმართოს, რომლებიც ჯერ კიდევ 90-იანებში არიან ჩარჩენილები და მათთან ერთად დადგას სიძულვილის ზეიმი." - დასძინეს მათ.

"მას ასევე შეუძლია შხაპის ნაცვლად გამოიყენოს დუში ან სულაც ოქროს შხაპი!" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას არ ეგონა თუ შხაპისგან ასეთი დამოკიდებულება იქნებოდა, თუმცა ამის გამო ომს ვერ დაიწყებს და დიპლომატიურ ინსტრუმენტებს გამოიყენებს.

კომენტარები