პარლამენტმა სექსუალური პროდუქციის გაყიდვა შეზღუდა

7,385 ნახვა 0 სგ
0 სგ

ქუთაისი, 28 ნოემბერი - საქართველოს პარლამენტმა ერის გამრავლების და გადარჩენის მიზნით სექსუალური პროდუქციის გაყიდვა შეზღუდა. ეყრდნობა რა უმრავლესობა ფრაზას აბო თბილელიდან, "არათუ ჩუკენთა მოიპოვონ სასუფეველი ცათა" პერსონა ნონ გრატად აცხადებს საშა გრეის, სტოიას და ჯინა ჯეიმისონს. მათ სამუდამოდ აეკრძალებათ საზღვრის გადმოკვეთა და საერთოდ საქართველოს ხსენება.

ვინაიდან სექსუალურ პროდუქციაში პრეზერვატივები და სხვა კონტრაცეპტივებიც მოიაზრება, საზოგადოებრივ ადგილებში მათი გაყიდვაც აიკრძალება. ექსპერტების აზრით, ეს გამოიწვევს თხის ფარების იატაკქვეშა ქსელების განვითარებას და ბიოლოგიური კონტრაცეპტივების კუსტარული წარმოების აღზევებას. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უარყოფითთან ერთად ამ ფაქტს დადებითი კუთხეებიც აქვს, მაგალითად ის, რომ თხის ნაწლავი ლატექსთან შედარებით ბევრად უფრო ნატურალურია და ხმარების შემდეგ მისი გამოხარშვა და ხელმეორედ ხმარებაა შესაძლებელი.

ქალთა კონტრაცეპტივი, ე.წ "სპირალი" ჩანაცვლდება გურამ ფანჯიკიძის ამავე სახელის რომანით. წყვილს აეკრძალება სექსუალური აქტის წამოწყება წიგნის ბოლომდე ჩაკითხვის გარეშე.

ქართული სოციო-კულტურული მეინსტრიმის ხაშურა, შალვა რამიშვილი, აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს შიდა ეროვნული ინტეგრაციას.

სპეციალურად ჩიტისთვის - ალექსანდრე ბაგრატიონი

კომენტარები