ივანიშვილის მიერ ხის გადარგვის რეალური მიზეზი გამოაშკარავდა

17,120 ნახვა 5 სგ
5 სგ

ბიძინა ივანიშვილის მიერ ციხისძირიდან ხის ზღვით გადატანის მიზეზებზე უამრავი ვერსია არსებობს, ერთ-ერთი ვერსია სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით ბიძინა ივანიშვილის ეზოს ნიადაგსაც უკავშირდებოდა.  თუმცა ჩიტის საგამოძიებო ჯგუფმა ივანიშვილთან დაახლოებული პირისგან ხის გადატანის ნამდვილი მიზეზი შეიტყო. 

როგორც ბოტანიკის კულუარებიდან გვაცნობეს, ბიძინა ივანიშვილს ხისგან ბურატინოების გამოთლა უნდა. ივანიშვილი ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და სიის შედგენას სწორედ ხისგან გამოთლილი მარიონეტების საშუალებით აპირებს. ივანიშვილთან დაახლოებული ერთ-ერთი დურგლის თქმით, ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ ხის თოჯინები ბევრად უფრო პროდუქტიულები იქნებიან, მას შემდეგ, რაც ისევე შთაებერებათ სული, როგორც 2012 წელს შთაებერა მკვდარ ქართულ ოპოზიციას. 

ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიუღია, რაც დარწმუნდა, რომ მის მიერ შექმნილი პოლიტიკური კოალიცია საქმეს ვერ აკეთებს. ჩვენი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი ჯერ გაბრაზებულა, ხოლო შემდეგ დანანებით უთქვამს, "როგორც ყლისგან სალამური არ გამოვა, ისე არ გამოვიდა ამ ხალხისგან პოლიტიკოსები, ჰოდა, ახლა სალამურს მართლა ხისგან გამოვთლი და მერე ყველაფერი კარგად იქნებაო." 

მილიარდერის ფრუსტრაციას მისი ქვეშევრდომების ტყუილებიც იწვევს, ამიტომ ბურატინოები, რომლებსაც ტყუილის თქმის დროს ცხივრი ეზრდებათ მას ვეღარ გააბითურებენ. 

მორჩენილი ნახერხით ივანიშვილი თავის ეზოში ჩამოკიდებული საფრთხობელას გამოტენვას და მის პრემიერად დასმას აპირებს.

კონსულტაციოები მინდინარეობს: ტოტოს როლზე - ირაკლი ღარიბაშვილთან, დოროთის როლზე - ეკა ბესლიასთან, რკინის ხისმჭრელის როლზე კახა თარგამაძესთან, ხოლო ლომის ფუნქცია შესაძლებელია ლომმა შეასრულოს. 

კომენტარები