ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კაფეტერიაში პუტინს შეეჯახა და საჭმელი ძირს დააყრევინა

9,080 ნახვა 1 სგ
1 სგ

კლასიკური ჰოლივუდური რომანტიკული კომედიის სცენა შეიქმნა გაეროს შტაბ-ბინის კაფეტერიაში, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც მისი სოციალური მედიის მენეჯერი ბექა მჭედლიშვილი ტომ ჰენქსს და ხანდახან ჰიუ გრანტს ადარებს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს - ვლადიმერ პუტინს შეეჯახა და ხელიდან საჭმელი გააგდებინა. 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ღარიბაშვილი და პუტინი მაშინვე იატაკზე დაეცნენ და მიმოფანტული პროდუქტის აკრეფვა დაიწყეს, რა დროსაც მინერალური წყლის, ღვინის, ჩაის, ასანთის, ხაჭაპურის, მწვადის, ტყემალის, სოსო პავლიაშვილის, მზიურის, მიმინოს, სულიკოს რუსული ტექსტის, ბიტკოინის, ხალხთა მეგობრობისა და ქეთი დოლიძის აკრეფვისას ერთმანეთს თვალებში შეხედეს და მიხვდნენ, რომ ის - ის იყო და ეს - ეს. 

ღარიბაშვილი თავიდან შეცბა, რადგან პუტინში ჩვეულებრივი მანჰეტენელი ლამაზმანის გაბრაზებული ხასიათი ამოიკითხა, თუმცა მას შემდეგ რაც მისთვის დამახასიათებელი ჰოლივუდური ღიმილი შეაგება, საქართველოსა და რუსეთი ურთიერთოები უმალ დათბა. რის შედეგადაც მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის მავთულხლართების საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრას უნდა ველოდოთ. 

შეგახსენებთ, რომ ურთიერთობის ამგვარ დათბობასა და შედეგად მავთულხლართების გადმოწევას პოლიტიკურ მეცნიერებაში ტერმინით "გეოპოლიტიკური სექსი" მოიხსენიებენ. რუსეთთან ამგვარი სექსუალური კავშირი კი, როგორც წესი, ძალიან სახიფათოა, რადგან ჩრდილოელი მეზობელი თავს არ იცავს და შესაბამისად, შეჭრილ ქვეყნებში დედამოტყნული რუსეთუმეების გამრავლებას უწყობს ხელს.  

ღარიბაშვილისა და პუტინის ამ შეხვედრის კადრები უკვე დაიდო საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალურ გვერდზე, ხოლო პოსტი თავის მხრივ ყველა სამინისტროს გვერდმა, არჩილ გამზარდიამ და ნაც. მოძრაობის გესლიანმა მხარდამჭერებმა გადააშეარეს. 

ირაკლი ღარიბაშვილისთვის ასეთი შეხვედრები უცხო არაა. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერ მინისტრი გერმანიის კანცლერს - ანგელა მერკელს შეეფეთა ქუჩაში და ხელი ჩამოართვა. აღნიშნული საბედისწერო შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილის გვერდის ადმინებმა ადეკვატურად აღიქვეს და საღამოს ანგელა მერკელის გვერდს პირადი მესიჯიც მისწერეს, რათა იგი სტარბაქსში ყავაზე დაეპატიჟებინათ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მერკელმა ღარიბაშვილი და მისი გუნდი დასინა და სასეირნოდ ვიღაც ბრუკლინელ ბაბულიზმს გაჰყვა. 

გულგატეხილი ღარიბაშვილის გულის გამთელებას დღეს საღამოს ვლადიმერ პუტინი ეცდება, თუმცა შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პრემიერი ღარიბაშვილი ისევე გადააგდოს და დაიკიდოს, როგორც აქამდე გადაუგდია და დაუკიდებია ყველა სხვა ლიდერი, რომელთაც მასთან საერთო ენისა გამონახვა უცდიათ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პოლიტიკურ წრეებში პუტინს "ჰართბრეიქერის" მეტსახელით იცნობენ.

კომენტარები