პაატა ზაქარეიშვილი: "საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა, ჩვენი ტერიტორია გადაიწია!"

8,659 ნახვა 3 სგ
3 სგ

საქართველოს რაღაცის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს ეხმაურება. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის საოკუპაციო ჯარმა მავთულხლართები კიდევ რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწიეს და საოკუპაციო ხაზში ბაქო-სუფსის მილსადენი მოახვედრეს. აღნიშნული თბილი ნაბიჯის შედეგად საოკუპაციო ხაზი საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალიდან სულ რაღაც 950 მეტრით არის დაშორებული.

ზაქარეიშვილის თქმით, შესაშფოთებელი არაფერია, რადგან სინამდვილეში ოკუპანტებს ხაზი არ გადმოუწევიათ, უბრალოდ საქართველოსა და რუსეთს შორის იმდენად დათბა ურთიერთობა, რომ ჩვენი მიწები მხურვალებისაგან გაფართოვდა ხაზისკენ შეიწია.

"ამას ხელს უწყობს ზაფხულის სიცხეც." დასძინა ზაქარეიშვილმა. "როგორცი კი ოდნავ აცივდება ჩვენი ტერიტორიები ისევ შეიკუმშება და დაუბრუნდება სატატუს ქვოს. ეს ხომ ელემენტარული ფიზიკაა, სკოლაში არ გისწავლიათ?"

მისივე თქმით, მსგავსი მოვლენების არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ეს ბუნებრივი პოცესია და ურთიერთობები კიდე უფრო უნდა დავათბოთ შემდგომი გაფართოვებისთვის.  

კომენტარები