შშმ პირებს საქართველოდან გაასახლებენ

8,870 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი საქართველოში მცხოვრები შშმ პირები პირველი ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "თავისუფლად სუნთქვის" სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე თეონა ქანთაძემ ისაუბრა. ქანთაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას ძლიერ აწუხებენ "ინვალიდები და ავადმყოფები," შესაბამისად, მეტი კომფორტისა და თავისუფლების ხარისხის ამაღლების მიზნით აღნიშნული კატეგორიის ხალხი ქვეყნიდან უნდა გასახლდეს.

"ბევრ ადამიანს გული სიბრალულით ევსება ასეთი ადამიანების დანახვისას, რის გამოც ცუდ ხასიათზე დგებიან და ერის ბედნიერების ჯამური მაჩვენებელი ძალიან დაბალია." - განაცხადა ქანთაძემ. მისივე განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებების გატარების აუცილებლობას ბოლო ხანებში მომხდარი რამდენიმე ინციდენტი მოწობს. "გახსოვთ ალბათ, შშმ ბავშვებს სკოლაში მისასვლელი კარი რომ აუჭედეს, პანდუსებზე ხშირად აჩერებენ მანქანებს, აუტისტ ბავშვებს საბავშვო ბაღებში სცემენ და ა.შ. ფაქტია, რომ საზოგადოებას არ უნდა ამ ხალხთან არანაირი კონტაქტი და ჩვენც გადავწყვიტეთ ქვეყნიდან მათი გასახლება და ერის ამ გზით გამოჯანმრთელება."  ქანთაძის თქმით, ეს ორმაგი გამოჯანმრთელება იქნება, ერთი მხრივ, ქვეყანაში აღარ იქნებიან შშმ პირები და მხოლოდ ჯანსაღი ადამიანები იცხოვრებენ ქართველთა შორის,  მეორე მხრივ, აქ დარჩენილი ქართველები უფრო ბედნიერნი იქნებიან, რადგან ყოველდღიურად ამ ადამიანებს ვეღარ დაინახავენ.

აღნიშნულ ინიციატივას გამოეხმაურა ქართველი პოეტი რევაზ ამაშუკელი, ახალ ვიდეომიმართვაში, რომელიც გაზეთ "ასავალ-დასავალის" ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, ამაშუკელი მესამე პოზიტიურ ეფექტსაც ხედავს. "ესენი რო აღარ იქნებიან, მერე ეს ენჯეოები თუ შმენჯეოებიც დაიხურება. აბა, ფიზიკურად აღარავინ დარჩება, ვისზეც მათ უნდა იზრუნონ და ამიტომ წავლენ და გრანტებს ვეღარ მიიღებენ."

შშმ პირთა გასახლება მსოფლიოს რომელ კუთხეში იგეგმება ჯერ ცნობილი არ არის, კულუარული ინფორმაციით, გასასახლებელ ადამიანებს ერთ გემზე შეყრიან და ღია ზღვაში შეუშვებენ. "სადაც გამოირიყებიან იქ ჩამოვიდნენ და იცხოვრონ." - დასძინეს კულუარებში.

"დიდი გადასახელბის" პროექტს საპატრიარქოს ოფიციალური კურთხევაც უმაგრებს გვერდს. სასულიერო პირთა თქმით, "ავადმყოფი და ინვალიდი" ადამიანები ხშირად მათხოვრობენ, რითაც ეკლესიას შემოსავალს აკარგვინებენ, ამიტომ მათი ქვეყნიდან გაძევება პოზიტიურად იმოქმედებს ეკლესიის გაძლიერებაზე.  

კომენტარები