ალექსანდრე ჭიკაიძემ თავზე შარდი გადაისხა

12,071 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი - მსოფლიო სოლიდარობის აქცია "Ice Bucket Challenge"-ის ფარგლებში, რომლის დროსაც ადამიანები თავზე ყინულიან წყალს ისხამენ და სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა საქველმოქმედო მიზნებსა და ფონდებს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეც ჩაერთო. 

ჭიკაიძემ გამოწვევა ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო, რომელიც თავისმხრივ ასევე გამოიწვიეს, მაგრამ პრემიერმა თავისი წილი პრეზიდენტ მარგველაშვილს გადაასხა.

ვიდეოში, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სოლიდარობის აქციას უერთდება მცირე უზუსტობა დაფიქსირდა. როგორც აღმოჩნდა ჭიკაიძეს გვერდით ორი სათლი ედგა - ერთი წყლით სავსე, ხოლო მეორე - იმ შარდით გავსებული, რომელსაც ქართული პოლიცია ქართველი ახალგაზრდებისაგან იღებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მინისტრმა ტრადიციული მიმართვის ტექსტი თქვა, რომლის დროსაც თავისი კოლეგები, გია ვოლსკი, ეკა ბესელია და სოსო ჯაჭვლიანი გამოიწვია. საუბრის დამთავრებისთანავე ჭიკაიძემ გვერდით მდგარ სათლს სტაცა ხელი და არც კი დაუხედავს ისე გადაივლო.

ცხადია, საზოგადოება ამ პატარა ლაფსუსსაც აპატიებს შს მინისტრს, თუმცა მისი შეცდომის შედეგად ახალი დილემა გაჩნდა, რა უნდა გადაივლონ თავზე მის მიერ გამოწვეულმა ადამიანებმა? ამ შეკითხვას პასუხი უწყებათაშორიმა კომისიამ უნდა გასცეს, რომელსაც სათავეში თინათინ ხიდაშელი ჩაუდგება.  

კომენტარები