ივანიშვილი სააკაშვილის პროსტატის მკურნალობის ხარჯებს გმობს

8,101 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი - საქართველოს პირველ მოქალაქედ წოდებული, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ პროსტატის მკურნალობისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყენებას გმობს. 

ივანიშვილის თქმით, სააკაშვილს აუცილებლად პირადი ფულით უნდა ეყიდა მედიკამენტები და მისი პროსტატის ჯირკვალი საზოგადოების ტვირთად არ ექცია. 

"აი, მე, მაგალითად, მთელი ქართული ოცნების საპარლამენტო სიისა და აღმასრულებელი ხელისუფლების პროქტოლოგიური შემოწმების ხარჯები ჩემი ჯიბიდან გავწიე. ნუ ზოგს ახლა შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობოდა ეგ ამბავი, მაგრამ საჭირო იყო. ქვეყნის სათავეში რო მოდიხარ ყველაფერი წესრიგში იყოს." - დასძინა მან. 

ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია მოხდა თუ არა აღმოჩენილი პრობლემების მკურნალობა და თუ კი - მაშინ ვისი ჯიბიდან იქნა გადახდილი აღნიშნული ხარჯები. "შეხედეთ გენაცვალე ჩემს გუნდს და თავად გადაწყვიტეთ, ვის ჩაუტარდა ეგ მკურნალობა ვის - არა და ვის აქვს რეციდივის შემთხვევა." განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები