სოსო ჯაჭვლიანი და ელისო ჩაფიძე კაზანტიპის სახეები იქნებიან

7,352 ნახვა 0 სგ
0 სგ

ქუთაისი - საქართველოს პარლამენტის წევრებმა სოსო ჯაჭვლიანმა და ელისო ჩაფიძემ, დღეს, პარლამენტის პრეს-კლუბში, ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და როგორც ჟურნალისებს განუცხადეს, ისინი არათუ კაზანტიპის საქართველოში მოწყობის მომხრენი არიან, არამედ აპირებენ ამ რესპუბლიკის სახეები იყვნენ. 

"ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ რეგრესულობას, ეს არ არის გარყვნილების ფესტივალი, ეს არის შანსი, რომ ანაკლიაში შევიდეს ფული, აღორძინდეს ეკონომიკა და ყოველმხრივ წაადგეს ქვეყანას. ქალბატონმა ელისომ მოძღვრისგან კურთხევაც კი აიღო, ასე რომ აქ გარყვნილი არაფერია და შეგიძლიათ თქვენც მობრძანდეთ" - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი

როგორც პარლამენტის წევრები აცხადებენ, კაზანტიპის რესპუბლიკის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები უკვე ფინალურ ეტაპზეა, მათი ცნობით, მოლაპარაკებები რესპუბლიკის ადმინისტრაციის მხრიდან ასევე მიმდინარეობდა გიორგი სიგუასთან. 

"ჩვენ არ გვინდოდა მოვლენებისთვის წინ გაგვესწრო და წინასწარ გვემცნო საზოგადოებისთვის ეს ამბავი. გენიოსი კაცი, იმიტომ არის გენიოსი, რომ იცოდეს როდის რა თქვას" - აცხადებს ისევ სოსო ჯაჭვლიანი

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რაში გამოიხატება "კაზანტიპის სახეობა" ელისო ჩაფიძემ გვიპასუხა 

"ბევრი არაფერი, კაზანტიპის ლოგოზე ამოიტვიფრება ჩვენი სახელები და კაზანტიპის ჰიმნი სრულდება ჩვენთან ერთად"

კაზანტიპის ჰიმნის მონაკვეთი 

" ჩვენთან არის კაზანტიპი

რა დიადია და რა ლამაზი

აბა რა გინდა საქართველოვ

სად არის სხვაგან  ვარაზი

ვაარაზიიი

ტნნტნ ტნნტნტნ ტნტნ ტნნ ტნ ტნ

დშდშ დდსსს წწზზ"

კომენტარები