ბურსასპორის გულშემატკივრებმა თავად-აზნაურთა სკოლის მოსწავლეები გაიტაცეს

5,399 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი - ჩიხურასა და ბურსასპორს გამართული მატჩის შემდეგ, შეურაცხყოფილი თურქი გულშემატკივრები თავს დაესხნენ ნიკო ბაგრატიონის საელობის თავად-აზნაურთა სკოლის მოსწავლეებს და სტამბოლის ბაზრის მიმართულებით გაიტაცეს. როგორც თურქულ მედიაში წერენ, გულშემატკივრებმა ამ ჟესტით უპასუხეს სტადიონზე გამოფენილ ბანერს, რომელზეც ეწერა TAO IS GEORGIA.

თავად-აზნაურთა სკოლის დირექციამ მაშინვე მიმართა რაინდ ლევან ვასაძეს, რომელმაც ღამითვე მოახერხა სამასი რჩეული ვაჟკაცის შეკრება და თურქების ავტობუსს დაედევნა. ვასაძის შანსებს ის ამცირებს, რომ თურქებს ბავშვები ავტობუსით მიჰყავთ, რაინდი კი მათ, პრინციპულად, ცხენით მისდევს.

"მე გადავარჩენ გატაცებულ ბავშვებს მონობას. მე აღარ დავუშვებ ახალ მამლუქებს საქართველოში და ამას ყველა იმ ბავშვის გამო გავაკეთებ, რომელიც ოდესღაც დედას მოსწყვიტეს და სტამბოლის ბაზარზე გაყიდეს." - აცხადებს ლევან ვასაძე.

მომხდარის გამო, ნუგზარ ბაგრატიონმა ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტი შეწყვიტა.

კომენტარები