არგენტინის ნაკრები ჰოლანდიასთან წაგებას აპირებს

20,437 ნახვა 6 სგ
6 სგ

სან პაულო, ბრაზილია - არგენტინის ნაკრების მწრთვნელის ალეხანდრო საბელას განცხადებით, მისი ფეხბურთელები დღეს ჰოლანდიასთან წაგებას აპირებენ. "ზოგადად კარგ ფორმაში ისედაც არ ვართ, მაგრამ ჰოლანდიასთან მოგება ძალგვიძს. უბრალოდ გერმანიასთან ფინალში შეხვედრა ნამდვილად არ გვინდა." განაცხადა მან.

საბელას თქმით, მესი ამ გერმანიასთან შეხვედრის თავიდან აცილების მიზნით გუშინ საღამოს მერე ხერხემალის დაზიანებას ცდილობს, რათა ნეიმარს მიუწვეს გვერდით და ის მაინც ჰქონდეს სათქმელი, "აი, მე რო ვყოფილიყავი მერე გენახათო." 

გეგმის მიხედვით, არგენტინის ნაკრები 1 ან 2 გოლს გაუშვებს და შემდეგ დაცვაში ჩადგება ანგარიშის შესანარჩუნებლად. "ერთადერთი საშიშროებაა, რომ ჰოლანდიამ ავტოგოლების გატანა დაიწყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი დაცვა აიწევს მათ საჯარიმოში და ამის საშუალებას არ მივცემთ." - განაცხადა არგენტინის კაპიტანმა. 

საბელას თქმით, ერთი სული აქვს, როდის დამთავრდება ეს მატჩი და ლუის ვან გაალის სასოწარკვეთილ სახეს ნახავს. "ევროპელებმა მიხედონ ერთმანეთს, გენაცვალე. ჩვენ აგერ ბიჭები შევხვდებით მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. ვითამაშებთ, ბურთს გავაგორებთ, ლამაზ-ლამაზ ფინტებს გავაკეთებთ და საფეხბურთო ზეიმს მოვაწყობთ. მაგათმა თავისი გარყვნილი ტაქტიკები ერთმანეთს მოახვიონ თავს." დასძინა საბელამ. 

კომენტარები