ბიძინა ივანიშვილი ახალ გადაცემას იწყებს

8,505 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი - ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ზე ახალ გადაცემას გაუძღვება. თოქ-შოუ ეთერში ახალი სეზონიდან გავა და ყოფილი პრემიერის თანაწამყვანი ეკა ბერიძე იქნება. 

არხის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს პირველი მოქალაქის შოუ საინტერესო და მრავალპროფილიანი იქნება. გადაცემის ჟანრს კი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხასიათი განსაზღვრავს.

"ისეთ შოუს გავაკეთებ, ევროპასაც გავაოცებ, я видел их гадацемы და არაფერია ისეთი. პირველი წელი შეიძლება რთული იყოს მაგრამ მეოთხე სეზონი ძალიან მაგარი გვექნება" - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

გადაცემა სიმბოლურად პირველ ოქტომბერს დაიწყება.

შოუში წარმოდგენილი იქნება გიორგი მარგველაშვილიც, რომელიც დიჯეის როლს შეასრულებს და შესაძლებელია მეორე ამპლუაც შეუთავსონ, რა დროსაც ბიძინა ივანიშვილი მას მუცელზე მოფხანს ხოლმე. 

გადაცემის პრომო უკვე გავიდა GDS-ის ეთერში. მოკლე ვიდეო-კლიპში ბიძინა ივანიშვილი კვლავ ცარიელი თავისუფლების მოედნის წინ დგას, კვლავ იქნევს ხელს და კვლაც "ნოლშესტი" მოძრაობს მის უკან. "აბა ნახე რა კარგი გადაცემა გავაკეთო, აბა ნახე, აი, ეხლა ნახე რა კარგი იქნება!" - ამბობს ივანიშვილი და ხალხს ესალმება. 

კომენტარები