ფრანსუა ოლანდის და დავით უსუფაშვილის შეხვედრა ბიკენტიას საქაბაბეში გაიმართება

8,263 ნახვა 6 სგ
6 სგ

დღეს დილით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი ეწვია. გიორგი მარგველაშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და მაია ფანჯიკიძესთან გამართული შინაურული შეხვედრების შემდეგ, ოლანდი ხვალ დილით ქალაქ ქუთაისში გაემგზავრება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შეხვდება.

საფრანგეთის პრეზიდენტს ხვალ, დილის რვა საათზე ოკრიბას ავტოსადგურიდან ბათუმისკენ მიმავალ მარშრუტკას გააყოლებენ და დღის 12 საათისთვის იგი სავარაუდოდ უკვე ქუთაისში იქნება.

ჩიტისთვის ხელმისაწვდომი გახდა ხვალინდელი დღის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც პირველ შეხვედრას ფრანსუა ოლანდი დავით უსუფაშვილთან, ბიკენტიას საქაბაბეში გამართავს. დღის სამ საათზე ოლანდი საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მოილხენს ისტორიულ რესტორან მოწამეთაში, საღამოს 7-ის ნახევარზე კი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, საფრანგეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური დასავლური ცერემონია ქუთაისის მაკდონალდსში გაიმართება.

საქართველოში ვიზიტს საფრანგეთის პრეზიდენტი ხვალ დაასრულებს, პროტოკოლის მიხედვით ბოლო შეხვედრა რიკოთის უღელტეხილზე იგეგმება რესტორანში “ედემის ბაღი”, სადაც ფრანსუა ოლანდს რუისის და ურბნისის ეპარქიის ეპისკოპოსი, იობ აქიაშვილი უმასპინძლებს.

კომენტარები