მართლმადიდებლობა: "ეს მე არ ვიყავი!"

6,724 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი, 18 მაისი - საქართველოში გვიან ღამით დაბრუნებული მართლმადიდებლობა, გუშინ, 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. რელიგიური მრწამსის განცხადებით გუშინ ის საქართველოში არ იმყოფებოდა და საერთოდ ხშირად არის გასული როგორც ქვეყნიდან, ისევე ადამიანის გულებიდან, ამიტომ მისი დადანაშაულება ამ ინციდენტში არასწორია. "სამწუხაროა, რომ ჩემი ადგილი ადამიანის გულებში ბოროტებამ და სიძულვილმა დაიკავა" - აცხადებს რელიგია. მისი თქმით ერი ერთ დიდ აგრესიულ სექტას დაემსგავსა და ძალიან სათუოა, რომ სწორ გზაზე შემობრუნება შეძლოს.

თუ სასულიერო პირები ასეთ ქცევას გააგრძელებენ, შესაძლოა მართლმადიდებლობამ საქართველოს ეკლესიას სასამართლოში უჩივლოს მისი სახელის ბოროტად გამოყენებისთვის. "ეს არის ჩემი დისკრედიტაცია, მაგრამ ყველაფერი ჩემი ბრალია, არასწორად ავარჩიე მარკეტინგული გუნდი." - დასძინა რწმენამ.

ჩიტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას კონტაქტი სასულიერო პირებთან, მართლმადიდებლობამ ასე უპასუხა: "არ ვიცი, ისინი ჩემგან შორს არიან და ჯერ ვერ მივაწვდინე ხმა."

"როგორც ჩანს ქვეყნიდან გასვლისას შუქი არ უნდა ჩამექრო და სიბნელეში არ უნდა დამეტოვებინეთ, ვიფიქრე ძალიან ბევრ ნაგავს დაწერს მეთქი, მაგრამ არც ისე დაუკლია - როგორც ვხედავ." - განაცხადა მართლმადიდებლობამ.

კომენტარები