უკვე 35 დღეა ირაკლი დგებუაძის ლოყას სიწითლე არ გასდის და სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს.
ქვეყნის საუკეთესო მელოყეების ჩარევის მიუხედავად ირაკლი დგებუაძის ლოყა კვლავ ანთია და არც პარაცეტამოლი შველის და არც ხალხური მალამოები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთ ნათელმხილველს დგებუაძისთვის ორი უებარი წამალი ურჩევია, ერთი ბატონო ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმბაშის იულია კრუშანოვას შელოცვაა, ხოლო მეორე ლადო კახაძის მითათუნება.
ჩიტის კულუარული წყაროს ინფორმაციით, ქალბატონო კრუშანოვას შეწუხებას ვერავინ ბედავს, მიუხედავად იმისა, რომ საქმე საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ლოყას ეხება, მაგრამ ლადო კახაძის სათნოებით თათუნი იმდენად უებარი წამალი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ კრუშანოვასთვის ახალი იახტის ყიდვა ან სადმე რაჭაში ტყის გადაცემა საჭირო აღარ გახდება.
“სალბუნი!” – ასე ახასიათებს ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კახაძის თათუნს და გვარწმუნებს, რომ ირაკლი დგებუაძესაც ისევე ეამება, როგორც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილსა და სხვა მითათუნებულ სუბიექტებს.
ამ ეტაპზე უცნობია როდის შედგება თათუნის საზეიმო ცერემონიალი და გადაიცემა თუ არა ის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იმედსა და პოს TV-ზე, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციას.
როგორც მოგეხსენებათ, ლადო კახაძემ ადრე დაიჩივლა, რომ ირაკლი კობახიძე პოლიტიკური სკანდალებისა და კრიზისის შექმნით მისი თათუნის გადაფარვას აპირებდა, მაგრამ ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ.




დატოვეთ კომენტარი