რესტორანი “ბაბილოდან” გამოსული ლევან მურუსიძე, რომელიც კაი გამძღარი იყო, მომიტინგეებს გადაეხვია, ჩაკოცნდა და მისთვის ნასროლი კვერცხის ხელისგულზე შეწვაც კი შესთავაზა.
“დედაჩემზე გამახსენდა,” განაცხადა გაღიმებულმა და ცოტა შეზარხოშებულმა მურუსიძემ, “წავიდეთ ახლა ჩემთან, ჯიგრულად, საკაიფოდ, ქართულად, დავსხდეტ და ვიჭუკჭუკოთ.”
შეკრებილ მოქალაქეთა სახეზე გამოსახული სკეფსისის ასე თუ ისე აღქმის შემდეგ, მურუსიძემ საჩვენებელი თითი ჰაერში შეათამაშა და პროტესტის მონაწილეებს, მოუწოდა მისი სუფრისათვის წიხლი არ ეკრათ და მისთვის სულში არ ჩაეფურთხებინათ.
სულში ოღონდ.
ჩუმი ბოყინითი დამუხტული ლევან მურუსიძე ადგილზე მისულმა პოლიციამ მანქანაში ჩადო და სახლში წაიღო, სადაც, ჩვენი ინფორმაციით არავინ ელოდება.
“სახლში კი არის ვიღაც,” იუწყება ჩვენი ჟურნალისტი ადგილიდან. “მაგრამ მურუსიძეს არ ელიან.” #იქგაშლის-ბ-რთებს




დატოვეთ კომენტარი