ჯერჯერობით უცნობია რაზე ისაუბრეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ და ირაკლი კობახიძემ, რომელის ემოციური მდგომარეობაც პატრონს მონატრებულ კოკერსპანიელს მოგაგონებთ.

როგორც ჩიტის კორესპონდენტი იტყობინება, შეხვედრის კარის გაღებისთანავე ირაკლი კობახიძემ უკონტროლო სირბილი დაიწყო და ჟურნალისტების ყველა შეკითხვა დააიგნორა.

“ბე ბე ნენე ნეეე!” – იმეორებდა კობახიძე ყოველი შეკითხვის პასუხად და შუალედებში ხტუნავდა კიდეც. რამდენიმე წუთიანი პოზიტიური ისტერიკის შემდეგ კობახიძეს შეწუხებულმა ჟურნალისტებმა ერთგვარი კორიდორი გაუკეთეს და სწორედ ასე მისცეს მის სირბილს მიმართულება. შედეგად კობახიძე გვერდით ოთახში შევარდა, რა დროსაც მისმა დაცვამ და თანაშემწემ კარები კი მოიხურეს, მაგრამ იქიდან ვაზებისა და ავეჭის ლეწვის ხმა ისმოდა. თუმცა, როგორც ჩვენი ჟურნალისტი იუწყება, ესეც პოზიტიური ნგრევის აქტი იყო.

ჩიტი ამ წუთებში არკვევს, რამდენად დაზარალდა ფარდები და ნაძვის ხეები მთავრობის კანცელარიაში და რა დაუჯდება ირაკლი კობახიძის ეგოს ზეიმი საქართველოს ბიუჯეტს.

დატოვეთ კომენტარი

Trending