კალაძის ნაძვის ხის ღონისძიებაზე სანტა კლაუსებისა და თოვლის ბაბუების მოწვევა ვერ ხერხდება.
როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, “ქართულ ოცნებას” ლაპლანდიისა და მყინვარის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხურჯინითა და მარხილით საჩუქრების ცარიელი ყუთები გამოუგზავნეს და ასე გამოხატეს თავიანთი პროტესტი. ხოლო მთავარმა სანტამ ირაკლი კობახიძის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და აცნობა, რომ მისი პარტიის ყველა წევრი და მომხრე “ცუდი გოგო-ბიჭების” სიაში წერიან.
აღნიშნულმა პროტესტი გამოიწვია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ე.წ. ძველი ბიჭების რიგებში, რადგან მათ გარანტია ჰქონდათ, რომ მიუხედავად თავიანთი “პასტუპკებისა” მაინც კაი ბიჭების სიაში ეწერებოდნენ, მაგრამ ქუჩის სანქცირება ლაპლანდიაში დაიწყო და სად დამთავრდება კაცმა არ იცის.
საახალწლო კრიზისს ჩვეული ინტელექტითა და მოხერხებულობით მიუდგა ირაკლი კობახიძე.
მისი თქმით, ის 25 დეკემბრიდან – 14 იანვრამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლეას აძლევს მას “ბატონო ჩიჩიკალათი” მიმართონ და ასე აიმაღლონ განწყობა. ცნობილია, რომ იმანუელ მაკრონმა კობახიძეს სწორედ ამიტომ არ დაურეკა, რადგან მისთვის ასე მიმართვა ეუხერხულებოდა.
“მაკორნი ზრდილობიანი ადამიანია და ამიტომ არ დამირეკა და არა იმიტომ რომ არაფრად მაგდებს”, დასძინა კობახიძემ და ჩვეულ სტილში ჩაიცინა.
“კოკა-კოლას” საშობაო აღლუმს ოცნება პოლიციელების აღლუმით ჩაანაცვლებს. წყლის ჭავლის მანქანა მოქალაქეებს ხელოვნურ თოვლს შეასხავს, ხოლო ლურჯ-წითელი ნათება ჯერ კდიევ მთელ სახეებს გაანათებს და თვალებში ვარსკვლავებს აანთებს.
ზეიმის კულმინაცია იქნება ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის გარდასახვა. ისინი ლურჯ, ფიფქებითა და ვარსკვლავებით მორთულ “დუბლიონკებს” მოისხამენ და ასე ივლიან 14 იანვრამდე. “ქართულ ოცნებაში” უარჰყოფენ, რომ ეს რუსული “ძედ მაროზის” ფორმაა. პარტიაში განმარტავენ, რომ ეს მათი პარტიული ფერია და რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს.





დატოვეთ კომენტარი