ირაკლი ღარიბაშვილისთვის საპარლამენტო მანდატის გაუქმების შემდეგ “ქართული ოცნების” გუნდი კონსოლიდაციას მამუკა, ჯერჯერობით, მდინარაძის გარშემო მოახდენს.

როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, ირაკლი ღარიბაშვილის დასასჯელად და გუნდისთვის იმის სადემონსტრაციოდ, რომ ერთგულება ფასდება, ბიძინა ივანიშვილმა ახალი “ტრიუკი” მოიგონა და მამუკა მდინარაძეს გვარის გადაკეთება შესთავაზა.

ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ამიერიდან მდიარაძე იქნება, რითაც ბოლოს და ბოლოს სრულ დეფინიციას მისცემს ზედსართავ სახელს “მდიდრული”.

“მართალია, ირაკლი ღარიბაშვილი ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე მამუკა მდიდარაძე, მაგრამ საქმე სულიერ სიმდიდრეს ეხება, ხოლო მატერიალურისთვის ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს,” ნათქვამია მდიარაძეების საგვარეულო განცხადებაში.

კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით, შემდეგი ნაბიჯი პრეზიდენტობაა.

ლაშა ტალახაძე კი კვლავ პრემიას ელოდება.

დატოვეთ კომენტარი

Trending