შეშფოთებული მამუკა მდინარაძის თქმით, ევროპის მხრიდან ლგბტ პროპაგანდის “ქართულ ოცნებაში” პენეტრაციის მცდელობა გრძელდება.
“გუშინ შარლ მიშელმა დამირეკა და ალოს თქმა იყო და დაახლოებით 6 წუთი და 66 წამი მღეროდა დაპაც, დუპაც, დაპაც, დუპაცო,” განაცხადა სრულიად ადეკვატურმა მამუკა მდინარაძემ დილას გამართულ პრესკონფერენციაზე; რომელზე მისასვლელადაც, მისი თქმით, მამლის ყივილის ნაცვლად, ინდაურის ტკვარცალმა გააღვიძა.
მისივე მონათხრობით, შარლ მიშელისთვის უკითხავს თუ რატომ “დაპაც-დუპაცებდა.” პასუხად ულტიმატუმი მიუღია, რომლის მიხედვითაც თავად მდინარაძეს იქვე ექსპრომტი კინტაური უნდა მოეცხო და ამითი ოდნავ შეეღო ევროპის კარი.
“მე, ცხადია, უარი ვუთხარი! როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ევროპაში ღირსეულად შესვლა გვინდა,” დასძინა მან. “მომიტინგეებსაც ამიტომ ვლეწავთ ძვალ-სახეში, რადგან უფრო გაკაჟებულები და სახე-შენარჩულებულები შევიდეთ ევროპაში.” დაამატა მდინარაძემ.
პარლამენტის ყველაზე ღირსეულმა და ინტელექტუალურმა წევრმა ქართული საზოგადოებისთვის ამ ინციდენტის გახსენება განაგრძო და გვითხრა, რომ მისი უარის შემდგომ ევროპა გაბრაზებულა და მოუთხოვიათ, კინტაური ბატონ ბიძინას ეცეკვა და თანაც ცხვირსახოცისა ან ღვინის ჭიქის ნაცვლად, ბოლოს – “შპაკატში” ჩამჯდარს, უხელოდ, კაცის რძე დაელია.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავუშვებდით!” განაცხადა მდინარაძემ.
“მეტსაც გეტყვით!” დასჭექა მან, “როდესაც მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დაინიშნება, მთელი ოცნება ჩავმწკრივდებით და ბატონ ბიძინას პრეზიდენტის სასახლეში ხელში ატაცებულს, ხორუმით შევიყვანთ. მიხეილი მანქანით მოვა.”
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, დარბაზში ლაშა ტალახაძე შემოვიდა, რომელმაც გაგვიღიმა და გავიდა.





დატოვეთ კომენტარი