ხალხის დასარწმუნებლად, რომ ისინი ევროპის გზას მართლაც ადგანან, “ქართული ოცნება” ახალ გზებს ეძებს.
მას შემდეგ, რაც კახი კალაძისა და კობახიძის განცხადებებმა ქართველ ხალხში სასურველი რეაქციები ვერ გამოიწვია და ქუჩის აქციები გაგრძელდა, თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ ახალი რადიკალური ნაბიჯი გადადგა და თავისი ორი პროპაგანდისტის, ბაჩანა (ბაჩო) ოდიშარიასა და გურამ (გური) სულთანიშვილის ამალგამიზაცია მოახდინა და ღირსეული ევროპელის სახე წარმოგვიდგინა სახელად ბაჩო დ’აგური.
“ეს არის ერთგვარი დ’არტანიანი, რომელიც ქართულ ღირსეულ მისიას ღირსეულად მიიტანს ევროპამდე,” განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც ამ შედუღაბების სამედიცინო მხარეს აკვირდება.
ჩვენი ინფორმაციით, ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ მოხდა. პროპაგანდისტები ბიძინა ივანიშვილისა და ლადო კახაძის თათუნის ვიდეოს განიხილავდნენ, რა დროსაც ჩამოდნენ, ჩამოიღვენთენ და შალვა რამიშვილის ფერხთით შესისხლხორცდნენ.
“ეს ერთგვარი თავდადებაა, რომელიც მკაფიოდ აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების ღირსეულ გეზს ევროპისაკენ,” ვკითხულობთ პარტიის ოფიციალურ განცხადებაში.
თავად ამალგამა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, რადგან ვერ გადაუწყვეტია, შალვასგან მარჯვნივ დასხდეს თუ მარცხნივ.
ხოლო შალვა რამიშვილის ვერ გადაუწყვეტია, ამათ ახლა ორის ხელფასი უნდა უხადოს თუ ერთის.





დატოვეთ კომენტარი