ჯეიკ პოლისა და მაიკ ტაისონის ჩხუბით ინსპირირებული გენო პეტრიაშვილი სპორტის სასახლეში დიდი ტატამის გაშლას აპირებს და საჭიდაოდ იულონ გაგოშიძეს იწვევს.
“ოღონდ ეს იქნება ტვინების ჭიდილი,” ჩააზუსტა მან.
მისი თქმით, რადგან ჯეიკ პოლი არაპროფესიონალი “ბოქსიორი” იყო, თვითონ კი არაპროფესიონალი ინტელექტუალია – ეს ინსპირაცია ადეკვატურია.
“იქ იყო სპეკულაციები, თითქოს მაიკ ტაისონმა დაუთმო ჯეიკ პოლს. ეს კი ნამდვილი ქართული შერკინება იქნება. მე ვიცი, რომ არც ბატონი იულონი დათმობს და მით უმეტეს, არც მე და აუცილებლად დავდებ მას გონებრივ ბეჭებზე,” განაცხადა პეტრიაშვილმა.
ჭიდავისიტი იმედოვნებს, რომ ის შეძლებს ქართველი ერის გაერთიანებასა და შერიგების გზაზე დაყენებას. იულონ გაგოშიძისა და სხვა გზააბნეული ქართველებისთვის კომპასის გასწორებას.
“თუ არა და მერე სხვანაირად დავილაპარაკებთ. ჯერ ინტელექტის ზეიმს გავმართავთ, მერე კი სხვანაირად დავილაპარაკებთ,” დასძინა მან.
გენო პეტრიაშვილის განცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან გამოვიდა ლაშა ტალახაძე, რომელმაც TV პირველის კორესპონდენტს ხელიდან ინგა გრიგოლიას მიერ საგზლად გამოტანებული “პერაშკი” გამოგლიჯა და გადასანსლა.





დატოვეთ კომენტარი