ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიმართ გავრცელებული განცხადება ჩააზუსტა და დასავლელ ყოფილ-პარტნიორებს მოუწოდა საქართველოსთან საუბარში ლადო კახაძეს მიბაძონ.
“როდესაც ვსაუბრობდი ქართველ ხალხთან ღირსეულად და პატივისცემით ლაპარაკზე, ვგულისხმობდი ჩვენი სასიქადულო დეპუტატის თათუნის აქტს,” დასძინა მან.
კობახიძის თქმით, ევროკავშირმა, დიდი ხანია დაკარგა აღქმის უნარი და საჭიროა ერთგვარი შემოლაწუნება, რომელიც შემოთათუნებით უნდა დასრულდეს.
“აი, ნახეთ, როგორ ღირსეულად გვეთათუნებიან დუგინი და პუტინი. ურსულა ფონ დერ ლაიენი ვინღა მიგდია?” ხელები გაასავსავა მან და სახიდან რუსი ფილოსოფოსისა და დიქტატორის ნათათუნარი მოიწმინდა.
ამ განცხადების შემდეგ კობახიძემ პრეს-ტრიბუნა მსწრაფლ დატოვა, ხოლო მის ადგილზე ლაშა ტალახაძე გამოვიდა, რომელმაც მიკროფონს სამჯერ შეუბერა სული და გაუკვირდა, რომ არ გაქრა.
“ფოკუსები არ იცი?” ჰკითხა მან იქვე მდგარ TV პირველის ოპერატორს.





დატოვეთ კომენტარი