ჩიტი ნიუსს შემთხვევით მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო სიტყვის ტექსტი ჩაუვარდა ხელში.
როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, ეს ტექსტი მას ანრი ოახნაშვილმა მიუტანა “ზემოდან”, მაგრამ მიშას სულმა წასძლია, ქაღალდი დაკუჭა და მან და ანრიმ დერეფანში სახელდასხელო ცალკარა ითამაშეს.
“არ მოგატყუებთ,” გაგვიმხილა ჩვენმა წყარომ. “იმ მომენტში როცა ბიჭებს ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ ფეხბურთს ქაღალდის ბურთით, რამაზ გიორგობიანი გამახსენდა გიორგობის თვეში. მიშაც ხომ ასეთი პრინციპული ადამიანია!” (წყაროდ კაია, რას ვიზამთ).
ჩიტი სიტყვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ძვირფასო თანაგუნდელებო!
დიდად მადლობელი ვარ, რომ ეს პასი ჩამაწოდეთ. მე ამ თანამდებობას ღირსეულად მივიღებ მკერდზე – რომელშიც გული ძგერს! ჩამოვიღებ და ისე ავკენწლი, რომ არც დამივარდება, არც აუტზე გადავა და მით უმეტეს არც კუთხურზე.
მე! როგორც საქართველოს ახალი ვიცე-კაპიტანი, ამ სამკლაურს ღირსებთ ვატარებ!
მე! დავიცავ ჩვენს ნახევარს და კარს გლობალური ომის გუნდის შემოტევებისგან!
ვერც მარკუს რაშფორდი, ვერც მოჰამედი სალაჰი და ვერც ურსულა ფონ დერ ლაიენი ვერ გაგვიტანენ! და ამას არამარტო მე, არამედ მთელი ჩვენი გუნდი გპირდერბათ!
მე მინდა შევაქო, ჩვენი მთავარი “ტრენერი”, ბატონი ბიძინა! რომელმაც ჩვენი გუნდი პარი სენ ჟერმენსა და მანჩესტერ სიტის დაამსგავსა!
მან მოატყუა ერთი!
მოატყუა მეორე!
მესამე!
მეოთხე!
ჩამაწოდააააა! და აი, მეც მივიღე მკერდზე, რომელშიც ნამდვილი ქართული გული ძგერს, ჩამოვიღე! დავარტყი! და პირდაპირ გლობალური ომის პარტიის ბადეში გავახვიე!
ხოლო ოპოზიცია თამაშობს კერლინგს!
მადლობა!”
ჩიტის ინფორმაციით, შესაძლოა ეს ტექსტი კიდევ უფრო შემცირდეს.





დატოვეთ კომენტარი