საგამოცდო პროგრამიდან ილია ჭავჭავაძის “ბედნიერი ერის” ამოღების შემდეგ, ლექსის ჩასანაცვლებლად არჩილ თალაკვაძემ ინიციატივა გამოიჩინა და ქართულ კულტურას კიდევ ერთხელ შეეხიდა.
გთავაზობთ მის ლექსს ექსკლუზიურად (და რაც მთავარია უცვლელად):
ჩვენისთანა ბედნიერი
არის განა სადმე ერი?
აქ ბიძინა, იქ ყაველა,
ვხარობთ ყველა!
ჩვენისთანა ბედნიერი
არის განა სადმე ერი?
გოლიათი ლაშა-გენო
გაიხარე, ჩემო ერო!
ჩვენისთანა ბედნიერი
არის განა სადმე ერი?
მშვიდობა გვაქვს,
ომი გინდათ?
ვერ მოგართვით,
თქვე დამპლებო!
ჩვენისთანა ბედნიერი
არის განა სადმე ერი?
კაცურ-კაცი!
მამა – მამა!
დედა – დედა!
უტუ-ტუტუ!
აღუ-აღუ
უი, უი დამავიწყდა
რაზე ვწერდი, ბატ. ბიძინა!
ჩვენისთანა ბედნიერი
არის განა სადმე ერი?
გაიხედ-გამოიხედე
ერთგულების არ გვაქვს ჭერი.
როგორც ბატონ ბიძინას და
მიშას უყვარს ჩვენი ერი,
გალაკტიონს არ უყვარდა,
ისე თავის მერი.
მერზე გამახსენდა…
ჩვენსთანა ბედნიერი
არის განა სადმე ხალხი?
ჩვენთან არის, ჩვენი ძმაა
საოცარი ჩვენი კახი!





დატოვეთ კომენტარი