Wi fi

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

wi-fi - (ქართ. ვაი ფაი). - ინტერნეტის სახეობა, რომელსაც ერთი IP მისამართი არ აქვს. [1]

სარჩევი

ისტორია

wi fi შეიქმნა შავი ნინძების მიერ, იმისათვის, რომ ინტერნეტში მიმდინარე გამოკითხვები "შავი ნინაძა მოერევა თუ თეთრი" გაეყალბებინათ.

გამომდინარე იქიდან, რომ wi fi-ს არ აქვს ერთი IP მისამართი და შეუძლებელია მისი მფლობელისა და მომხმარებელის პოვნა, აღნიშნული ტექნოლოგია მსწრაფლ აითვისეს დასავლურმა სპეც. სამსახურებმა. მაგალითად, ისრაელის უშიშროების სამსახურმა მოსადმა სულ ცოტა ხნის წინ მოიახდინა მძლავრი wi fi აპარატის დამონტაჟება სინას მთაზე, საიდანაც მთელს არაბულ სამყაროს გადასცემს 10 მცნებას და მათ ფსიქოლოგიურ ტერორს ეწევა. არაბული სამყაროს წარმომადგენლები დღემდე ვერ პოულობენ wi fi-ს.

wi fi საერთაშორისო სკანდალების საგანიც გახდა. 2012 წლის დეკემბერში გამოაშკარავდა რუსეთის ფედერაციის მზაკვრული გეგმა სირიისა და ირანის ხელისუფლებებისათვის ძლიერი wi fi "სპოტები" გადაცემის შესახებ, რომლის საშუალებითაც ისინი მოახდენდნენ აშშ-ს და მათი მოკავშირეების დასხივებას. თუმცა, აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგანტომ, დროულად აღმოაჩინა wi fi და რუსეთის როუტერს პაროლი შეუცვალა, ხოლო ქსელს "admini gyavt yleee" დაარქვა.

wi fi აქტიურად გამოიყენებოდა სამხრეთ და ჩრდ. კორეის კონსპირაციული დაახლოების ოპერაციაში. ცნობილი კორეელი მომღერალის PSY-ს კლიპი "Gangam Style" სწორედ wi fi-თი არის ატვირთული ინტერნეტში და კიმ ჩენ ინი და მისი ბოროტი ნინძები დღემდე ვერ ახდნენ მისი IP-ს დადგენას. სწორედ PSY-ს კლიპი გახდა ჩრდ. კორეელების "აზრზე მოსვლის" მიზეზი. სწორედ ამიტომ ეს მომღერალი მსოფლიო ისტორიაშ შევიდა როგორც wi psy.

wi fi საქართველოში

wi fi-ს არც საქართველოში აქვს ერთი IP მისამართი. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიის მიერ მთელს ქალაქში დამონტაჟებილი იყო wi fi სახელით "Tbilisi Loves You," ეს wi fi ქსელი დამონტაჟდა თბილისელებისა და თბილისის სტუმრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად, რადგან სიჩქარე იმდენად დაბალია, რომ შეუძლებელია არათუ ვიდეოს ატვირთვა არამედ Facebook-ზე აიფონიანი მუტლობის მიერ "auuu, dzzzzz magari dgeaaaa" ტიპის სტატუსების დადებაც კი.

"Tbilisi Loves You-ს" გამოყენება იწვევს ნერვების კიბოს.

აღნიშნული ინფორმაცის დამადასტურებელი კადრები მოიპოვა ირმა ინაშვილმა, რომელსაც აეროპორტში "ქაუნთერშიკები" დახვდნენ და სულ მაუსები და wsad კლავიშები მოუფინეს ფიანდაზად.

wi fi პოპ-კულტურაში

  • ჯეიმს ბონდი - ცნობილი ბრიტანულ საგაში სამეფო უშიშროების ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი Q აგენტ 007-ს ხშირად აძლევს საათს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა wi fi ნებისმიერ ადგილას დაიჭიროს.

წყარო

  1. ირაკლი სესიაშვილის სამეცნიერო დასკვნა #69
მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=Wi_fi&oldid=61052-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები