ID ბარათი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ID ბარათი (იგივე მხეცის ნიშანი) — სატანისტთა და "იმნაირთა" მიერ შემოგდებული საცდური. სანდო ინფორმაციით ID ბარათში ჩამონტაჟებულია ორასი გიგაბაიტის მეხსიერების მქონე ჩიპი (ჩემი მეზობელია მორწმუნე და იმან მითხრა) და აქედან აგროვებს პირადად ლუციფერი ინფორმაციას ბარათის მფლობელებზე.

ვერსიები წარმოშობის შესახებ

ზუსტი ინფორმაცია ბარათის წარმოშობის შესახებ არ არსებობს. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, რასაც ასევე საქართველოს წმინდა სინოდიც ადასტურებს, სინას მთაზე მოსეს ჩუმად აჰყვა მის ხალხს შორის შეპარული ერთი გეი. როდესაც ცის პორტალი გაიღო ღმერთთან ერთად მიწაზე ჩამოვიდა სატანაც და ამ გეის ფილაზე ამოკვეთილი ჩიპი გადასცა (ამიტომაა რომ ასე ლობირებენ ID ბარათებს, ეგონათ ვერ მივუხვდებოდით). მეორე ვერსიით ID ბარათი არის უბრალოდ ინიციალები სადაც "I" ნიშნავს "იწამეს", ხოლო "D" — დემონს. ამ ვერსიის ავტორი გახლავთ დიდი ქართველი მოღვაწე, გმირთა-გმირი, მამათ-მამა, მოძღვართ-მოძღვარი, მებრძოლთ-მებრძოლი და მიხეილთ-გელა სალუაშვილი.

სიმპტომები

ID ბარათი სხვადასხვა მოვლენებს იწვევს. ძირითადად ის მათ წინააღმდეგ მოქმედებს, ვინც მის აღებაზე უარს აცხადებს. ასეთი დაავადებებია: მასობრივი სიჩლუნგე, სხვების ჩაქოლვის სურვილი, ბოდვა, კერპების შექმნა, კანტუზია და სხვა. ამ დაავადების განვითარების შედეგად წარმოიშვნენ ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძეც, რაც მის საშიშროებას კიდევ უფრო ხაზს უსვამს. ერთმა ჩემმა მეზობელმა ID ბარათი როგორც კი აიღო, 8 წელში და 3 თვეში დიდი ბაბუა მოუკვდა.

ID ბარათის გავლენა ისტორიაზე

ID ბარათმა უდიდესი გავლენა მოახდინა ისტორიაზეც. ჰეროსტრატეს სწორედ მის ჩიპზე გაუკრავს ბოლო ღერი ასანთი და გადაწვა არტემიდას ტაძარი. მირიან მეფე ID ბარათზე ლოცულობდა სანამ გაქრისტიანდებოდა. აღა მაჰმად ხანმა აიდი ბარათზე არსებული მონაცემებით (როგორც აღვნიშნეთ 200 გიგაბაიტის ინფორმაციას იტევს) შეიტყო რომ ერეკლე მეორეს მეზარბაზნეები არ ჰყავდა. ვახტანგ გორგასალს იღლიაში მოწამლული ID ბარათი ესროლეს და ამის შედეგად დაიღუპა. ასევე მრავალი მსგავსი ყურს არ მოსასმენი მოვლენა.

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=ID_ბარათი&oldid=56407-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები