666

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

666 (ექვსას სამოცდაექვსი)- არის რიცხვით წრფეზე ნულს მარჯვნივ მდებარე რიცხვი, 665-სა და 667-ს შორის. ქართულ-გრუზინული განმარტებითი ლექსიკონი გვამცნობს რომ 666 არ არის უბრალოდ რიცხვით წრფეზე მდებარე რიგითი რიცხვი, არამედ ის არის სატანის მიერ მანდ ჩანერგილი, რომ მართმადიდებელი კაი ბიჭები შეაცდინოს და გზას გადაახვევინოს და მას იხსენიებს როგორც სატანის რიცხვს ან მხეცის რიცხვს.

მამა იობი-ვან კენობის aka იობინატორის განცხადებით, ნაცებმა 666 ჩანერგეს ახალ ID ბარათებში რათა გრუზინები შეაცდინონ და მოუწოდა მის ფარას, ანუ მრევლს რომ არ მიეღოთ ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. მიუხედავად ამისა, სატანის მოციქულმა სააკაშვილმა და მისმა ულმობელმა საჯარო რეესტრმა, იუსტიციის სახლთან ალიანსის შეკვრის შედეგად მაინც მოახერხა სატანისტური ID ბარათების გავრცელება. ამას მოჰყვა მამა თეოდორ ზანგთამმუსვრელის განრისხება. აღსანიშნავია რომ გრუზინების მთავარი მეთაური, უწმინდესი, უსპეტაკესი, უკარგტიპესი, ვაფშე ვაფშე ყველაზეეეე მადლმოსილი და მუხლებგადაყვლეფილი პატრიარქი ამ საკითხზე დუმს.

666-სთან დაკავშირებული ლეგენდები

მამა იობანივროტის განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და შესაბამისად შეიქმნა არაერთი ლეგენდა ამ რიცხვთან და რაღათქმაუნდა ID ბარათთან დაკავშირებით.

ყველაზე ფართოდ გავრცელებული და აღიარებული ლეგენდა გრუზინულ მითოლოგიაში არის თუ როგორ შეძლო სატანამ 7 მილიარდი ადამიანის ტვინში ჩიპის ჩანერგვა ისე, რომ მასში 666 წერებულიყო.

Men In Black-ის ანუ ქართული პრადომოსილი სამღვდელოების განცხადებით, ID ბარათის საფულეში ან გულის ჯიბით მატარებლებს, ID ბარათიდან ჩიპი უხტებოდათ, და ცხვირის ღრუდან ტვინამდე ახწევდა. რათქმაუნდა გონების გაბოროტებით ადამიანს გულიც გაუბოროტდა და შემდეგ სულიც ჩაულპა, და ასე წარმოიშვნენ იაღოველები. აღსანიშნავია რომ ამ ვერსიას არ იზიარებენ თავად იაღოველები და ამბობენ რომ ID ბარათს მათთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ამაზე ქართველმა ნაზგულებმა უპასუხეს: "წყეულიმც იყავთ თქვე სატანისტო თესლოვირიშვილოცუგებოო".

არსებობს ლეგენდა რომ თუ 666-ზე დარეკავ, სატანა გიპასუხებს. შლუხენბოზენმა ეს თეორიგა გამოცადა და აღმოჩნდა რომ მხოლოდ ავტომოპასუხე, ან მეორე ვერსიით სატანის მდივანი, სამ ენაზე იმეორებდა "თქვენ არასწორედ აქრიფეთ ნომერიო". არ დაიბნა ქართული სამღვდელოება და ამას "სატანის მორიგი ხრიკი" უწოდა. ალბათ ყველას გაგიგიათ "თუ სატანა დაგესიზმრა, მაშინ დედაგაქმოტყნული"-ო , იგივე ხდება თუ "მან" ყურმილი აიღო და 9 თაობა დაგეწყევლებათ 5 წამზე მეტხანს მასთან ლაპარაკის გამო.

რაც შეეხება სულის გაყიდვას, მსურველები მობრძანდით ქ.თბილისი, რუსთაველის ქუჩა, McDonalds-ის წინ. ფასებზე ადგილზე მოვგვარდეთ. 2 წლიანი გარანტიით! ჩვენთან უკვე ზუმის აქციაც არის 1=2 !

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=666&oldid=58894-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები