ჰარი პოტერი მართლმადიდებლური თვალთახედვით

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰარი პოტერი - ძალიან ცუდი წიგნი!

სარჩევი

ზოგადი ინფორმაცია(რაც ყველა პატრიოტმა მამულიშვილმა უნდა იცოდეს)

ჰარი პოტერი-ეს ცოდვით სავსე ნაწარმოები ეკუთვნის სატანისტ, როკერ მწერალს J.K.ROWLING-ს, მას შვიდი ნაწილი აქვს როგორც შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა,ზოგადად მთელი წიგნი ამაღლებულ ნოტაზეა დაწერილი. წიგნის კითხვისას ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ედემის ბაღში ხარ და გველი გებაზრება ცდუნებაზე, როგორც კი წიგნს ხურავ შეგრძნება ქრება. წიგნში ასახული: სამყარო, გმირები, ძალები, ყველაფერი სატანიზმის ჩამნერგველია ახალგაზრდობაში.

სატანისტური ფაქტები და პერსონაჟები

დავიწყოთ კონკრეტული ფაქტების ჩამოთვლა: ჰარი პოტერის მთავარი ანტაგონისტი, ეგრედ წოდებული ლორდი ვოლდემორტი უცხვირო არსებაა და ამავდროულად მელოტიც, რის გამოც ეკლესიაში შესვლისას საკმევლის სუნს ვერ ისუნთქავს ანუ მასში მადლი არ გადადის, მეორე პერსონაჟი სევერუს სნეიპი თავისი შავი ტანსაცმლის გამო ქურდის ასოციაციას იწვევს მკითხველში მკითხველებს ეს პერსონაჟი ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს სკოლის დირექტორის მკვლელობის მხრივ, სნეიპს ბრალი იმაშიც ედება რომ ვაჟა ფშაველას "შვლის ნუკრი" სატანისტური შელოცვით აამოძრავა რითაც გული გაუპო ვაჟას ქართველ ფანებს, რაც შეეხება დამბლდორს ეს პერსონაჟი მამა თომას მიხედვით არის შექმნილი მხოლოდ ამ უკანასკნელს უფრო ძლიერი შელოცვებიაქ, სატანისტი როულინგი კი ამ პერსონაჟს კლავს ეს კი მამა თომას მკვლელობის ტოლფასია.

ავტორი

თვითონ ავტორი J.K.ROWLING-ი ბავშვობიდან სატანის დაქვემდებარებაშია. მას გატყავებული ჰყავს 100-მდე კატა და ამდენივე წიგნის მაღაზია, ძველი ბერძენი ფილოსოფოსები ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ მას იმ გველის რეინკარნაციად მიიჩნევდნენ რომელმაც ევა შეაცდინა, ამ შემთხვევაში ევას როლს სამყარო თამაშობს ხოლო გველის სახით როულინგი სატანიზმს ნერგავს ჩვენში თავისი წიგნებით

ფაქტები ცხოვრებიდან(რა დონემდე შეიძლება მიგვიყვანოს ჰარი პოტერმა)

ჩემი ნაცნობი სტიქაროსანი იყო ეკლესიაში მსახურობდა რაც ჰარი პოტერი წაიკითხა სულ შეიცვალა სევერუს სნეიპი მოეწონა და თავი მასთან გააიგივა სტიქაროსნის მოსასხამი შავად გადაღება და ერთ კვირა დღეს მღვდელს ეტაკა უნდა მოგკლაო ძლივს შევაკავეთ თორემ ტრაგედია დატრიალდებოდა.

ჩემი მეორე ნაცნობი მორწმუნე ბიჭი იყო დადიოდა სკოლა "იწამეში." რაც ჰარი პოტერი წაიკითხა სოციალურ ქსელზე(შეგნებულად არ ვასახელებ) მითითებული სკოლა "იწამე" ამოშალა და "ჰოგვორტსი" ჩაწერა, ვეცადე გამომესწორებინა ეკლესიაში შევიყვანე სანთელი დავანთებინე - დაანთო, მაგრამ ჰაერში ისროლა გაფრინედებაო, ამ ჯოხებზე ისეთი გართულება ქონდა ჯვარს ტეხვა დაუწყო ორი ჯოხი მექნებაო.

ჯოხი

რაც შეეხება ჯოხებს - 11 სანტიმეტრი სიგრძის სატანური ინსტრუმენტი რომლის დანიშნულებაც ტკივილის მიყენებაა და არამარტო. თვითონ რიცხვი თერთმეტი ანუ ერთი და ერთი ქართული ანბანის ასოების მიხედვით მივიღებთ მსგავს კოდურ სიტყვას "აა" რომელიც შემდეგნაირად იშიფრება "ადამი არაადამიანია" ესეიგი ჯოხი შეურაწყოფას აყენებს ბიბლიას, ადამს და შესაბამისად ჩვენც ადამიანებს.

ჰარი პოტერის გავლენა ქალიშვილობის ინსტიტუტზე

ახალგაზრდა თაობაზე ჰარი პოტერი სასტიკად მოქმედებს. კერძოდ გოგონებზე, ისინი ხდებიან თავის თავში ჩაკეტილები, აღარ ეპრანჭებიან ბიჭებს, პირველ ღამეს ჰარის უცდიან, რომელიც დიდი ალბათობით ვერ მოვა იმიტომ რომ

  • 1.არ არსებობს
  • 2.კარგად ვერ ხედავს და სიბნელეში გზას ვერ გაიკვლევს (ჰარი პოტერის ფანები ყოველთვის ბნელში ზიან და ცხოვრობენ) და კვდებიან ქალიშვილებად, ისედაც ოთხმილიონიან ერს ეს გვინდა?

ჰარი პოტერი გამრავლებაშიც გვიშლის ხელს

ხსნის პირობები

ერთადერთი ხსნა რომ ამ გაუსაძლისი მდგომარეობიდან გამოვიდეს ქართველი ერი და არამარტო ქართველი, ეს არის ჰარი პოტერის ყველა ეგზემპლარის განადგურება, მაგრამ ეს არც ისე ადვილი საქმეა, ჰარი პოტერის ფანებს ეგრედწოდებულ "Potterhead"-ებს ჯვრის დაკიდებას ურჩევნიათ შვიდივე ტომი ერთად დაიკიდონ გულმკერდზე,ცოდვებისგან განსწამენდად და წიგნების გასანადგურებლად საჭიროა გამოიძახოთ ბერი რომელიც ძმრიან წყალში გაბანავებთ წიგნებთან ერთად და თქვენგან ცოდვები გაინდევნება,თქვენ კი ჩემო მეგობრებო ეცადეთ ასევე გამოასწოროთ პოტერჰედები,თუ მათი განწმენდა მოგინდებათ საუკეთესო ადგილი ბევრი მათგანის შესაპყრობად ფასდაკლებების დღეა წიგნების მაღაზიებში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები