ჯიპიანი მამაო

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯიპიანი მამაო — სასულიერო პირი, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი ფინანასური მდგომარეობა, ყავს ავტომობილი, სასურველია დიდი და შავი ჯიპი, რომლის ღირებულება უნდა მერყეობდეს 20-80 ათას დოლარამდე, თუმცა ზოგიერთ მოკრძალებულ მამაოს შეიძლება ყავდეს 15-10 ათას დოლარად ღირებული ჯიპი – ეს შესაბამისად მოკრძალებული ღიპის პატრონებს.

სარჩევი

ზოგადი დახასიათება

ჯიპიან მამაოს აქვს სიმპატიური, ვეება ღიპი, თვითკმაყოფილი სახე, აქვს აიფონი, აიფედი, ზოგადად იზიდავს ფუფუნების საგნები, ძვირადღირებული და ბრენდული ნაწარმი, ცხოვრობს სამსართულიან სახლში, სასურველია ლიფტიანში, აქვს მაღალი სასულიერო წოდება და საკურთხევლიდან აბოლებს ხალხს, უბრალოდ აბოლებს ან აბოლებს საკმეველს. მრევლს (ადამიანები, რომლებიც მამას ეძახიან კაბით შემოსილ წვერებიან ბიზნესმენს) მოუწოდებს იცხოვრონ ღვთისმოშიშობით, მღვდელთსპონსორობით, დედა მოუტყნან ყველა არამართლმადიდებელს და მოკლედ ქართველობას გვინარჩუნებს.

წარმოშობა და გავრცელების არეალი

ამბობენ, რომ მათი წარმოშობა უკავშირდება თვით ღმერთს, რომელსაც იესო ქრისტეს ეძახიან, რომელიც იაჰვეს შვილია (ეს სახელი არ უყვართ მღვდლებს და ზოგადად ორთოდოქსებს, დამპალ სატანისტ იაღოველებს ახსენებთ და ურჩევიათ მამა ღმერთით მოიხსენიონ იუდაიზმის მთავარი და ერთადერთი ღვთაება), მაგრამ ადამიანისგან გაჩნდა, რომელიც ქალწული იყო, კიდევ არის ვიღაც სულიწმინდა, მაგრამ მისი როლი ცოტა ბუნდოვანია. მოკლედ ისეა ჩახლართული სიუჟეტი, კარგ კოლუმბიურ სერიალს რომ შეშურდება, თან სამია თან ერთია, სამი ერთში, მამაც თვითონ არის, შვილიც და კიდევ ის მესამეც, მოკლედ ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს და მოდი მოვიშველიოთ კაბიანი წვეროსნების (მღვდლების) საყვარელი ფრაზა – ამ ყველაფერს ადამიანური ლოგიკა ვერ ჩაწვდება, ეს დოგმაა და უნდა ვიწამოთ ესე როგორც არის, მერე რა რომ ალოგიკური უაზრობაა, იწამე და ჩაიგდე ენა შე სატანის მონავ! ზედმეტი კითხვები და ფიქრი ცოდვაა, აზროვნება ცოდვაა, წადი ეხლა ეკლესიაში მოინანიე, თორე ჯოჯოხეთის აგიზგიებული კოცონი გელის შე იაღოველო!

ამ იესოს ზოგი იოსებსაც ეძახის. ამბობენ, რომ მან დააკანონა პირველი საუკუნის პირველ ნახევარში მღვდლის ინსტიტუტი, თუმცა ეს ზღაპარი მხოლოდ მათ საკულტო წიგნშია მოთხრობილი, ისტორიული წყაროები და თანამდეროვე თუ შემდგომი ისტორიკოსები მის არსებობაზეც კი საერთოდ დუმან, არათუ ამ კონკრეტულ საკითხზე. ასევე ის ფაქტიც ყურადსაღებია, რომ მათივე ზღაპარში წერია, როგორ მოკლეს სასულიერო პირებმა ღმერთი, როგორ ეწინააღმდეგებოდა ეს ღმერთი მათ და მათ ბიზნესად ქცეულ რელიგიას და ასე შემდეგ მაგრამ მაინც ჯიუტად ამტკიცებენ კაბიანი კაცები რომ მისი ხელდასმულები არიან.

ისინი მეტ-ნაკლებად მთელს მსოფლიოში არიან მოდებულები, საქართველოში ისინი გვხვდებიან ადრეული შუასაუკუნეებიდან, სხვადასხვა დროს ფლობდნენ დიდ ბიზნესებს და გავლენას, ხშირად წყვეტდნენ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეებს. მეოცე საუკუნეში საბჭოთა რეჟიმის დროს მათი პოპულაცია კატასტროფულად შემცირდა, თუმცა მათ მოახერხეს ადაპტრირება და თავი შეაფარეს კაგებეს რიგებს, რაც დადებითად აისახა მათ მდგომარეობაზე. საბჭოთა რეჟიმის დამხობის შემდეგ მათ მოახერხეს რეაბილიტაცია, თავი შეაფარეს პატრიოტიზმის და ტრადიციების კულტს და ახალი ძალებით დაიწყეს ქართველი ხალხის დაბოლება, ააღორძინეს და აღადგინეს საკუთარი ბიზნესი, გაინაწილეს გავლენის სფეროები და მოეფინნენ მადლით მოსილ საქართველოს. მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება მათი პოპულაციის სწრაფი ზრდა, იზრდება მათი შემოსავალი, იზრდება აშენებული ეკლესიების რიცხვი და ისინი ხდებიან მადლის მონოპოლისტები, მადლის დისტრიბუტორები. აქტიურად ებმებიან სოციალურ, პოლიტიკურ და ზოგადად ყველა სფეროში, მათ ხელში და შეზღუდულ აზროვნებაში გადის ყველა და ყველაფერი რაც ამ ქვეყანაში ხდება, ნელ-ნელა უფრო ძლიერდება მათი ინსტიტუტი და ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ მალე თეოკრატიას მოვესწრებითო.

იდეოლოგია

მათი უმეტესობა თავს მინი მესიად მიიჩნევს, მინი ღმერთად. გონიათ, რომ მათი გაკრიტიკება არ შეიძლება, ხელშეუხებლები არიან და ასე შემდეგ, მათ აქვთ ზედმეტად დიდი და გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარ თავზე და გონიათ რომ სიბრძნეს ასხივებენ. ისინი გამოირჩევიან დემაგოგიის საოცარი უნარით, შეუძლიათ ნებისმირი კითხვის, საუბრის და დიალოგის ქადაგებად გადაქცევა და ქადაგებად შემოტრიალება. საუბრობენ ალოგიკურად, ფანატიკურად და ზოგჯერ აგრესიულად. აქვთ შეზღუდული ცნობიერება, დახშული თავისუფალი და კრიტკული ხედვა, უჭირთ აზროვნება ან აზროვნებენ რელიგიური ჩარჩოებიდან, აქვთ ძველბიჭურ-ძაიბიჭური გაგება, მათი უმეტესობა წარსულში ნასამართლევია ან უბანში მიიღო ქურდული მენტალიტეტი, ისინი ეფარებიან პატრიოტიზმს, ტრადიციებს და ცდილობენ ამით მანიპულირებას.

ვერ იტანენ გახრწნილ ევროპას და ამერიკას; ვერ იტანენ დემოკრატიას; გარყვნილებად მიაჩნიათ თავისუფლება და ამორალურად თანასწორობა. არიან სექსისტები, შოვინისტები, და აწუხებთ ბევრი სხვა ფობია.

დამახასიათებელი თვისებები

ხალხში ადვილი შესამჩნევია: რომ მოდის თან მოაქვს მთელი ქუჩა, ჯერ იმიტომ რომ ყველა კოცნის (ჯვარზე, ხელზე ან სადაც მოხვდებათ), დალოცვას სთხოვს, გზას უთმობს, კიდევ იმიტომ, რომ აქვთ დიდი ღიპები და იშვიათად მოძრაობენ უჯიპოდ, თავს უფრო კომფორტულად დიდ და შავ, ლაპლაპა ჯიპებში გრძნობენ, რომ მოდიან და დაბურული მინებიდან თავმომწონედ იყურებიან. უყვართ მდიდრული სუფრები, ხარისხიანი ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებულად უყვართ სხვისი ჭკუის სწავლება, ხშირად არიან აგრესიულები იმის მიმართ რაც არ მოსწონთ, რაც მათ ბიზნესს ემუქრება, რაც მათი გაგებით ცოდვაა და ამორალურად ითვლება და ასე შემდეგ.

რჩევა

მოერიდეთ მათ გაღიზიანებას. მათ გაღიზიანებს მოყვება აგრესია, გაშმაგებული ე.წ. მრევლი, კაი ბიჭებით დაკომპლექტებული არმია, რომელსაც კაბიანი კაი ბიჭი მეთაურობს, გასცემს ბრძანებებს, მოძღვრავს, აგულიანებს, აქეზებს, იდეებს უნერგავს და მოკლედ ზრუნავს მათს იდეოლოგიურ თუ ფიზიკურ მომზადებაზე, აწრთობს იაღოველებთან და სხვ არამართლმადიდებლებთან ბრძოლებში, აღიზიანებს ყველა არამართლმადიდებელი და აგრესიულად, ცინიკურად და უარყოფითად არის განწყობილი მათ მიმართ.

თუ სადმე შეგხვდათ კაბიანი დიდღიპიანი წვერ და თმა გაბურძგნილი არსება ბოროტი გამომეტყველებით და დიდი ჯიპით, გირჩევთ თავი შორს დაიჭიროთ მისგან, მას შეუძლია ნებისმირი საუბარი, კამათი, ნებისმიერი სიტყვა ქადაგებად შემოგიტრიალოთ და დაიწყოს თქვენი დამოძღვრა, იდემაგოგოს და ფსიქოლოგიურად იძალადოს თქვენზე.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები