ჯინეტ ge.net

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯინეტ ge.net - ანუ ქართული ვებსივრცე (არანაირი კავშირი არ აქვს, მინეტებთან და ჟვანეტებთან), უცხოურთან შედარებით ახალგაზრდა, ნაკლებად მრავალფეროვანი და ქორფაა. (სტატია შეიცავს უზრდლელურ ლექსიკას)

ისტორია

ქართული ვებსივრცის სიქორფავის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი, საქართველოში მხოლოდ ბოლო რამოდენიმე წლის წინ გახდა დიდი მასებისთვის ხელმისაწვდომი, მანამდე მხოლოდ რჩეულების, ფულიანი მამიკოს შვილების და სოლიდურ სამსახურში მომუშავეებისთვის იყო ხელმისაწვდომი, რაც ქართული ვებსივრცის განვითარებას დიდად ხელს არ უწყობდა. ქართული ვებსივრცის უბიწობის გამო (მიუხედავად, არაერთი პორნოსაიტის არსებობისა), ადვილი გახდა ფართო მასებისთვის თავის გაცნობა და პატარა ინტერნეტ სელებრითად გადაქცევა, ნუ რათქმაუნდა პირველი ინტერნეტ სელებრითობის პიონერები, forum.ge-ს და სხვადასხვა ბლოგების უსაქმურის-ერთი წარმომადგენლები გახლდნენ. მალე მათ რიცხვს ფეისბუკის მომხმარებლობაც მიემატა - არცისე დიდ ვებსივრცეში, საკმარისია მაგარი ნაშა იყო (სქესს მნიშვნელობა არ აქვს), შენი ნახევრად ტიტლიკანა სურათები პაბლიკზე დააყენო და ქუჩაში ნახევარი შემხვედრობა ტუჩზე კოცნით მოგესალმება. ინტერნეტით გაპოპულარება, განსაკუთრებით წარმატებულია უბანში და სკოლაში არაპოპულარული ახალგაზრობისთვის - თუ უბანში შენი სტრანნობის და მძრეველობისთვის უცნაურს (ზოგ შემთხვევაში გამოყლევებულს) გეძახიან, ინტერნეტი შენი პირველი მეგობარი გახდება, მანდ ხომ შეგიძლია თავი როგორც გინდა ისე წარმოადგინო, შეგიძლია ყველაზე მტყ%^&* მაზაფაკა გახდე, შეგიძლია მოპირდაპირე სქესისადმი მაღალსტანდარტები წარადგინო (როცა შენი სქესის ბოლო წარმომადგენელი რომ იყო , მაინც არავინ რომ არ მოგცემს) : ბიჭის შემთხვევაში, ოდნავ ცუდი ფეხის მქონე გოგოებს დაცინო და სკარლეტ იოჰანსონზე ნაკლების ღირსად თავი არ ჩათვალო, ხოლო გოგოს შემთხვევაში - 6 კუბიკიან მზარეულებზე ნაკლებს არ თვლიდე საკუთარი თავის ღირსად (მაგრამ ეს მგონი მთელი მსოფლიოს ინტერნეტსივრცეში ასეა). თუ ზემოთხსენებულ ახალგაზრდობას მიეკუთვნები, როგორც ავღნიშნე, ინტერნეტი შენი საუკეთესო მეგობარი გახდება, რადგან აქ იმდენი ხალხია, 1-2 მაინც გამოჩნდება ვისაც შენი უცნაურობა (ან გამოყლევებულობა) მიიზადავს.

როგორ დავიმკვიდროთ თავი ჯინეტში

პირველ რიგში, აყენებთ ფბ-ს ქოვერად რაიმე ღრმა, ფიზდეცინტელექტუალურ სურათს, ავატარზეც დაახლოებით მასეთ რაღაცას, Middle-name -ში რამე თესლობას წერთ, ან მთლიანად რამე უცხოურ სახელს იგონებთ, რადგან თქვენი ზავაცკოი სახელი (მაგალითად: შმაგი, შავლეგო, ოთარი, ელზა, ლუბა და ა.შ.) არ მოგწონთ და დღემდე მშობლების მიმართ უკმაყოფილოები ხართ. დალშე უკვე რამოდენიმე გზით შეგიძლიათ წახვიდეთ, ან ერთდროულად ყველა გზა აირჩიოთ.

1. საკუთარ თავს, ყველაზე თესლი რაკურსიდან უღებთ სურათს, აი მაგაზე თესლი სურათი რომ არც გქონიათ (ნუ არც არავინ გიღებთ ხოლმე), სადაც თქვენი გარეგნული ნაკლოვანებანი არ ჩანან, კარგად დააკვირდებით და თავს დააჯერებთ რომ მართლა მასეთი კარგი ხართ, სასურველია რამოდენიმე ფოტოშოფის ან ინსტაგრამის ეფექტის დადება.

2. თავს ათეისტად აცხადებთ (თუ უკვე არ ხართ), რომელიმე ათეისტურ ჯგუფში წევრიანდებით, იქ თქვენც ფიზდეც აზრებს ხალხს გაუზიარებთ, თავს მოაწონებთ, რის შემდეგაც აქეთ თუარა, იქეთ მაინც გაუგზავნით ფრენდ რექუესთებს და ასეთუისე, ქვეყნის მოწინავე ტვინების გვერდით აღმოჩნდებით (აი იმათი, ბიბლია რომ 2 დღეში წაიკითხეს და სამღვდელო პირებზე მეტი რომ იციან).

3. თავს აცხადებთ ვეგეტარიანელად და დაახლოებით იგივეს აკეთებთ რაც წეღან ვილაპარაკე, ოღონდ აქ ძალიან გულისაჩუყებით უნდა ილაპარაკოთ, რომ ყველა ცხოველის დამჩაგრავს კუტა-კვერცხს დააჭრით, ცხოველებს ყველა არსებული ძალით დაიცავთ! და დანარჩენ ანალოგიურ ხრენობებს ილაპარაკებთ, რისი ტრაკიც რათქმაუნდა არაგაქვთ. მოკლედ ხალხს დაევასებით აქაც და მერე ადვილად დაუმეგობრდებით.

4. რამოდენიმე უკვე ცნობილ ინტერნეტ სახეს უმეგობრდებით (ოღონდ რატი წითელაძეებს და მისნაირებს არა, მანდ თქვენთვის არავის არ ეცლება) და მათ სტატუსებზე იჩენთ თავს, ვინმესთან კამათში ერთვებით და საკუთარი შექმნილი იმიჯით სხვებსაც აინტერესებთ, მერე უკვე წამოვა დოხრენა ფრენდ რექუესტები. '

5. თუგინდათ, რომ მართლა მაგარი მაზაფაკა გაიჩითოთ ინტერნეტში, მთელი alfa-male და მასეთ პრიბამბასებით, შეეცადეთ არასდროს არ აგზავნოთ ფრენდ რექუესთები და ყველას აქეთ აიძულოთ რომ ყურადღება მოგაქციონ და თქვენით დაინტერესდნენ.

6. აუცილებლად უნდა გახდეთ LGBT ფრენდლი , ვინმე კონტრ არგუმენტით თუ გაიჩითება თქვენსა და თქვენს ლგბტ ფრენდლი მეგობრებთან, არ მოუსმინოთ მის აზრს, ეგრევე ჰომოფობი ეძახეთ, უთხარით რომ მისნაირების გამოა ეს ქვეყანა ტარკში და სანამ ხმას გაგცემთ ბანი დაადეთ ან ბლოკი ან რაც ხელში მოგხვდებათ. რითაც თქვენი ახალი ლგბტ ფრენდლი მეგობრების სიმპატიას დაიმსახურებთ <3

7. დააკნინეთ ყველაფერი ქართული (ოცნება ქართული, ქვეყანა ქართული, ლაა) - ტრადიციები, სადღეგრძელოები, ლიტერატურა, ბუნება, კაცობა, გაგება, ძმაკაცობა და ყველაფერს წინა საუკუნეების გადმონაშთს და გრუზინობა ეძახეთ, ამითაც ბევრის ყურადღებას მიიპყრობთ და საკმაოდ ბევრი ადამიანის თვალში პლიუსებს დაიწერთ. თუ ვინმე რამე "ქართულს" გეტყვით, უპასუხეთ - ფუ რა ქართველივით ლაპარაკობო (აუცილებელია ამ მომენტში სარფის იქით წარმოიდგინოთ თავი, უფრო დამაჯერებლად გამოვა).

8. გამოპრუწული ტუჩებით სურათის გადაღება უკვე შარშანდელი წელია და აღარ ჭრის ახლა

9. მყისვე უნდა დაამუღამოთ ახლად გამოჩეკილი და უცხოურიდან გადმოტანილი სიტყვები, ანდაც გრძელი მაღალფარდოვანი ნაკლებადგამოყენებადი ქართული სიტყვები მაგალითად: ინსომნია, აპოთეოზი, ტრივიალური და ა.შ. (ნუ მეტი არც ვიცი)

10. თუ საკუთარ გარეგნობას იწუნებთ, დროა ვარჯიში დაიწყოთ! ასეთუისე რომ მოიმატებთ კუნთებს, თესლი განათებების ქვეშ გადაიღეთ სურათი, აუცილებლად ახალნავარჯიშებზე და აუცილებლად უთესლესი რაკურსით, შედეგი რომ განსაცვიფრებელი იყო (ეს დასაწყისისთვის, მერე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკმაყოფილდეთ მიღწეული შედეგით და სურათებით არ მოტყუვდეთ, სულ წინ და უკეთესობისკენ უნდა ილტვოდეთ! საკუთარი თავისგან მაქსიმუმი უნდა გამოწუროთ! იქამდე ივარჯიშეთ სანამ მეტი მოძრაობის ტრაკი არ გექნებათ! არა მართლა ასე ქენით).

11. თუ საკუთარ გარეგნობას იწუნებთ მაგრამ მეათე პუნქტის შესასრულების ტრაკი არაგაქვთ, საკმარის გამბედაობას ვერ პოულობთ თავში, გარშემომყოფებს და საკუთარ თავს ატყუებთ რომ თქვენი ფიზიკური მდგომარეობით ფრიად კმაყოფილი ხართ და რამე ძლიერი ნაბიჯის გადადგმა გეზარებათ რამის შესაცვლელად, დროა ვარცხნილობას მიხედოთ ან რამე განსხვავებული საყურე გაიკეთოთ. ბიჭების შემთხვევაში სასურველია დრედების გაკეთება,smoke some weed სტილის დაყენება, ტატუების გაკეთება, ყურებზე გვირაბი საყურეების დამაგრება, ან რამე სხვა ნეფორმალობის არტყმა. გოგოებმა სასურველია რამე განსხავებული ფერით შიღებოთ თმა, აი ისეთით არავის რომ არ აქვს შეღებილი, მაგალითად წითლად ან ვარდისფრად. იღებთ ახუიწელნი რაოდენობის სურათებს, აპაბლიკებთ და ნაშობის ფრენდ რექუესთებს ელით <3

12. ყველაზე მთავარი - აუცილებლათ იღადავეთ ღმერთზე და მართლმადიდებლობაზე, იძახეთ რომ ყველა მამაოს ჯიპი ყავს და რომ ყველა შესაწირს ჯიბეში იდებს, თქვენთვის კარგი ყველგან ღია იქნება.

ეს თითქმის სრული ინფორმაციაა რისი გამოყენებითაც ქართული ვებსივრცის მოწინავე ფრონტებზე გადაინაცვლებთ.

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=ჯინეტ_ge.net&oldid=2925-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები