ჯასტინ ბიბერი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯასტინ ბიბერი (ინგლ. Justin Bieber, ქართ: ჯუსტინ ბიებერ, ჯუსთინ ბებერი, ჯასწინჩიკი, ჯუსო და ა.შ.) - 19 წლის კანადელი გლამურული ადამიანი (სქესის დაუდგენლობის გამო, ჯერ კიდევ დაუხურავია ეს საკითხი). ის ფონოგრამის ქვეშ სიმღერით "გაიქაჩა" პოპ ესტრადაში და ერთადერთი ადამიანია, რომელიც აბსოლიტურად ყველას სძულს მსოფლიოში. ჯასტინის კლიპს უამრავი მაყურებელი ჰყავს, მაგრამ, ამასთანავე უამრავი დისლაიქიც.

ჯასტინ ბიბერის ცხოვრება

ჯასტინ ბიბერი დაიბადა კანადაში. იქ ის ცხოვრობდა ობოლ დედასთან ერთად, რაც აშკარად დაეტყო როგორც მის გარეგნობას, ასევე მის ფსიქიკურ გადახრებს. ბიბერი ჩვეულებრივი "შკოლნიკი" გახლდათ. თავისთვის უკრავდა დრამებზე, პიანინოზე და გიტარაზე. როდესაც ჯასტინის დედამ შემთხვევით ყური მოჰკრა თუ როგორ უკრავდა თავისი შვილი, აიღო მობილური და გადაუღო, შემდგომ იუთუბზე დადო, რათა ენახა მის ნათესავებს და მეგობრებს. რადგან მეგობრებს და ნათესავებს არ უნდოდა, რომ ისედაც "უბედურ" ოჯახს რაიმე სწყენოდა, ისეთი კომპლიმენტები უთხრეს, რომ ჯასტინმა და დედამისმა დაიჯერეს რაღაც ნიჭი რომ გააჩნია პატარა ჯასტინიკოს. როდესაც დედამისმა გააკეთა კანალი იუთუბზე და ჩაყარა მასში უამრავი მსგავსი ვიდეოები მისი შვილიკოს "შემოქმედებით", შემთხვევით ნახა პროდიუსერმა სკუტერ ბრაუნმა. მან მიხვდა, რომ ჯასტინისგან კარგ მაყუთს გააკეთებდა. დედა ქრისტიანი იყო და სკუტერ ბრაუნის წინადადებას უარყოფდა, იმის იმედით, რომ ჯასტინი საეკლესიო გუნდში იმღერებდა. ბოლოს და ბოლოს, როცა დედამ შუბლი იტეხა ლოცვებით და მთელი საეკლესიო რიტუალებით, დათანხმდა პროდიუსერს მიეცა შვილი მოსიარულე მაყუთების ხელში. შედეგად ბიბერს აცნობენ ნეგრ აშერს, ვისთანაც ბიბერი თავიდან ბოლო "დონეზე" მღეროდა, შემდგომ კი მისი სახელით იპიარებდა თავს.

ჯასტინ ბიბერის სახელი საქართველოში

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბიბერი აბსოლიტურად ყველას სძულს, თუმცა საქართველოში, როგორც ყოველთვის, ყველაფერი განსხვავებულადაა ყველაფერთან დამოკიდებულებით. როდესაც ბიჭს ან თუნდაც გოგოს საქმე არ ჰქონდა და მოწყენილობისგან ილეოდა, ის ბიბერის გინებაში ატარებდა დროს, და ერთი მომენტი, ეს სიძლიერის და კაი ტიპობის მაჩვენებელი იყო. დღესდღეობით კიდევ შემორჩა ასეთი ადამიანები, რომლებიც აგინებენ მას უმიზეზოდ და რაღაცებს აბრალებენ. ისინი "უსმენენ გემოვნებიან მუსიკას", თუმცა ჩუმ-ჩუმად ჯასტინ ბიბერსაც და One Direction-საც უსმენენ. გრუზინები ტყუილად ხარჯავენ სიტყვათა ლექსიკონს მის გინებაში, თანაც ერთხელაც არ დაფიქრებულან თუ რატომ არის ის საგინებელი, როდესაც ის შენზე მაღლა დგას და დღეს ყველასთვის ცნობილია. ჰყავს მისნაირი უნიჭო სელენა გომეზი გვერდით, აქვს მაყუთი, მანქანები, ჟღვინტლიანი ფანები და კარიერა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები