ხელოვანა ბიჭი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხელოვანა ბიჭი - 25 წლამდე ასაკის უსაქმურისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ქართველი მამრების ტიპი. ბინადრობს ძირითადად დედაქალაქში და თვის განმავლობაში ექსპრომტად გამოჩენილ შემოსავალს უცდის.

ცხოვრების სტილი

ხელოვანა ბიჭს ხალხის მასაში ადვილად იცნობთ, ყოველთვის გადაკიდებული აქვს ჩანთა, რომელიც მის სხეულს დიაგონალზე კვეთს. აქვს ჩაფიქრებული თვალები, მოუწესრიგებელი ტანსაცმელი და აწეწილი თმა საკუთარი სულივით.

მისი ცხოვრების ამოსავალი წერტილი ფილმებია, რომელსაც დომ კინოში უყურებს. უპირატესობას ევროპულ კინოს ანიჭებს. ხელოვანას ისე უყვარს ფილმები, რომ კინოს სახლში ფილმის ტიტრებსაც უყურებს. რაც უფრო გაწელილია კადრი, მისთვის უფრო ღირებულია ის.

მისი საყვარელი ფრაზაა - „ჯარმუში ჩემი საყვარელი რეჟისორია“, „არ მიყვარს მარტივი ადამიანები“ და აშ

ხელოვანა ბიჭს შეუძლია ჩაწვდეს ყველა ღრმა აზრს. მას იმის გაგებაც კი შეუძლია, რაც უნდოდა რეჟისორს ფილმში ჩაედო და ამგვარ ფილმებზე საუბრისას არათუ რეჟისორის ტვინში იხედება, მისი იქითაც გადის და საერთოდ სხვა ასტრალში იჭრება.

ხელოვანა ბიჭი ისეთი ხელოვანაა, რომ მუსიკასაც კი ფილმების საუნდტრეკებს უსმენს. ხელოვნების სხვა დარგებსაც აფასებს, უბრალოდ ყველაზე მეტი მაინც ფილმებზე შეუძლია ილაპარაკოს. ნახატები მხოლოდ დაგუგლული აქვს. ფიროსმანი კი მუზეუმის დღეს უფასოდ ნახა.

ხელოვანა ბიჭი ცხოვრებისეულად მარტოსულია. არ აქვს ჩამოყალიბებული გეგმები და არ იცის რისთვის მოევლინა დედამიწას.

გართობა

ხელოვანა ბიჭს კლუბური ცხოვრება არ იზიდავს, მაგრამ ხშირად უწევს კლუბში ყოფნა. ამ დროს ის ერთ ადგილზე ქანაობს და ასე ქმნის ცეკვის ინდივიდუალურ სტილს. მისი სახე შეწუხებულია და ცხოვრების ამაოება ახატია.

სმის დროს კარგავს კონტროლს და პასუხს არ აგებს საკუთარ ქმედებებზე. ყველა ხელოვანა ხომ სულით გიჟია.

ცხოვრებისეული კრახი

ხელოვანა ბიჭი თავად არასდროს ქმნის ხელოვნების ნიმუშს

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები