წმინდა ვალენტინის დღე

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმინდა ვალენტინის დღე, ან შეყვარებულების დღე, სიყვარულის დღე — კათოლიკური დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება.

ამ დღეს თითქმის მთელი მსოფლიო აღინიშნავს, შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს. ვალენტინობის დღეს ყველაზე საინტერესოდ აღნიშნავენ საქართველოში. ამ დღემ შეიძლინა ნამდვილი დღესასწაულის სახე, დამკვიდრდა მრავალი ტრადიცია ამ დღესთან დაკავშირებით. ამ დღეს სიხარულით ელოდებიან გოგონები, რომლებთაც ყავთ შეყვარებულები, სავარაუდოდ ამ ახალგაზრდა ყმაწვილებს აქვთ გრძელი თმები, ოღონდ ისეთი რომ თვალებს უფარავდეს და შეეძლოს თავის მოქნევა რომ უკან გადაიყარონ თმები და შეძლონ შეყვარებულის სახის დანახვა. როცა ეს დღე დგება, შეყვარებული ყმაწვილები მიდიან ვაგზალზე ან ახმეტელზე, რომ იყიდონ ერთი ცალი წითელი ვარდი, რომელიც ღირს 6 ლარი, მაგრამ შეევაჭრებიან და დაჟე 2 ცალსაც იყიდიან რომ ცოტა დაუკლოს გამყიდველმა. მაგრამ არა, გამყიდველი უკლებს მას ლარს და ბედნიერ ბიჭს სიგარეტის ფული რჩება. ურეკავს შეყვარებულს და ჩუქნის ამ ერთ ცალ წითელ ვარდს, შემდეგ ულოცავს ამ საოცარ დღესასწაულს და პარკში ზასაობით განაგრძობენ სიყვარულის დღის აღნიშვნას. ტრადიციები ხანდახან ფორმას ოდნავ იცვლიან, ამიტომ განვიხილოთ ოდნავ შეცვლილი მეორე ტრადიცია, აქაც ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი არის ერთი ცალი ვარდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალგაზრდა ყმაწვილი არის დონავ შეძლებული, რომ იყიდოს საყვარელი სათამაშო ბაჭიაც და დაუმტკიცოს თავის გულისწორს მტკიცე სიყვარული. რა თქმა უნდა გოგონას უფრო მეტად უხარია სათამაშო ვიდრე მხლოდ ერთი ცალი ვარდი, ამიტომ პარკში ზასაობა უფრო დიდიხანი გრძელდება. არ დაგავიწყდეთ რომ, აუცილებელია პარკამდე სანამ მივა წყვლი, მეტროთი უნდა გაისეირნონ, ან რიყეზე ავიდნენ, გადაიღონ რამდენიმე ფოტო, ქუჩაში ისეირნონ და მხოლოდ მერე მოეფარონ ბუჩქებს.

ვალენტინობის დღეს არსებობს ადამიანების ორი კატეგორია: 1. ისინი, ვისაც ფეისბუქზე "Relationship" სტატუსი აქვთ 2. ფორევერ ელოუნები

ფორევერ ელოუნებსაც აქვთ თავისი ტრადიციები ამ დღეს, ისინი აუცილებლად აზიარებენ სურათებს სადაც წერია "ფორევერ ელოუნი", "ვალენტინობას შენც მარტო ხვდები?!". " ნორმალური ადამიანები ერთმანეთს ეხუტებიან და ისე თბებიან, მე ჩემს გამათბობელს ვეხუტები" "ვინც შეყვარებულია ლაიქ, ვინც მარტო ხვდება ვალენტინობას შეარ" და ა.შ. შემდეგ ეუბნებიან მეგობრებს, სტატუსებს წერენ რომ ვერ იტანენ ამ დღეს, უბრალოდ იმიტომ რომ ეზიზღებათ ქუჩაში "გაქუცული" სათამაშოებით ხელში მოძრავი გოგონები, თუმცა გულის სიღრმეში შურთ, რომ მარტო არიან და არავინ არ ჩუქნის თუნდაც ამ "გაქუცულ" სათამაშოს.

საბედნიეროდ, ისეთ საინტერესო ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არსებობენ ისეთი ახალგაზრდა წყვილებიც, რომლებიც ვალენტინობას მხოლოდ მილოცვით აღნიშნავენ, სხვა ჩვეულებრივ დღეებშიც ზასაობენ და არ სჭირდებათ გოგოებს ვარდები იმისთვის რომ შეყვარებულს უბრალოდ აკოცონ მაინც. და არსებობენ ისეთი ელოუნები, რომლებიც ჩუმად არიან ამ დღეს და სულაც არ იბოღმებიან სხვების ბედნიერებით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები