ძველი ბიჭი–ს fb პროფილი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველი ბიჭები ფეისბუქზე მრავლად არიან. მათი პროფილები, რა თქმა უნდა, ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა, ზოგჯერ, რა თქმა უნდა, თავს იჩენს ხოლმე იგივეობები, რომელზეც ქვევით ვისიაუბრებთ.

ავიღოთ რიგითი ზურას პროფილი. თუ ჩვენ მის ლაიქების გვერდზე შევალთ, აღმოვაჩენთ, რომ სულ რაღაც 50–60 გვერდი აქვს მოწონებული.

  • მუსიკა

Sophia Nijaradze, 50 cent, Guns n' Roses (knocking on heavens doors ევასება მაგრად).

  • წიგნები

წიგნის სუნი.

  • შოუები

mamakacis tansacmeli (ამ ფეიჯის ადმინისტრატორმა არც ქართული ფონტით წერა იცოდა და არც გვერდისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება და ამიტომ), Discovery Channel, თუ ცხოვრება არ გიღიმის, ცოტა წაუღუტუნე;

  • საყვარელი სპორტული გუნდი

mes que en club, viva barca, ბარსელონას ქართველი ფანკლუბი.

და სხვა გვერდები: 'იუმორმა დარეკა, რად მაწვალებთო?', 'ყველას გვაქვს ოცნება', 'გავიღიმოთ', 'ჩაჭრილები ツ', 'ბანკი კონსტანტა' და ა.შ...

კედელი

კედელზე უამრავი რეალური ზურას პიროვნებისგან განსხვავებულ ფენომენს შეიძლება წავაწყდეთ. ის თავის კლასელს გოგოს, რომელსაც ვერ გაიგებ როგორ უყურებს – და ძმურად თუ პირიქით, როგორც მამაკაცი ქალს, რაღაც ფეიჯებიდან ლექსებს უზიარებს (ლექსი შავ ფონზე წერია თეთრი ფონტით, თუმცა სიმეტრიულად შუაში არაა ჩასმული და ოდნავ მარცხნივ არის გადახრილი. კუთხეში აწერია ფეიჯის სახელი "სექსუალური ბადრიჯანი" ან "gogonebs verafers gaugeb :))))" )

ზურას პროფილის ან ქავერის სურათად უყენია ტონი მონტანას ან სერიალი ბრიგადის სურათი.

ზურას ასევე უყვარს სექსუალური გოგონების სურათების დადება, რომლებიც მანქანას რეცხავენ.

ზურა აზიარებს რომელიმე თანამედროვე ქართული 'მგზავრების' მსგავსი ჯგუფის სიმღერას და თან ურთავს ტექსტს "au amiss akorrdebi gamichitet ra plz :*:*:*"

ზურა დებს სურათს, რომელზეც მისი კლასელი კომენტარსაც უწერს "babuuuu :**"

ზურას კვირაში ერთხელ ჰგონია რომ მიტევების დღეა (გააჩნია თუ რამდენჯერ ეჩხუბება რომელიმე დებილი გვერდის ადმინი თავის შეყვარებულს და რამდენჯერ მოუნდება ასე 'ორიგინალურად' შერიგების თხოვნა). ზურამაც რა ქნას?! ფეიჯზე ამბობენ მიტევების დღეაო და არ დაწეროს აბა სტატუსი?! და ისიც მოიმარჯვებს თავის კლავიატურას და დიდი მოწიწებით წერს : " tu vinmeestvviss am wells ramee miiwyeninebia mapatiett. dges mitteveebbis dgea :*"

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები