ძერსკოლოგია

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძერსკობა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია

ძერსკოლოგია - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ქართულ ენაში არსებულ ტერმინებს, გამონათქვამებს, ხალხსა და სიმბოლოებს, რომლებიც ოდითგანვე მოჰყვებოდა ქართულ ეთნოსსა და კულტურას. ეთნოგრაფების თქმით, ტერმინი "ძერსკი" საქართველოში მეზობელი რუსეთიდან შემოვიდა, მაგრამ ძერსკობის ფენომენი ზოგადქართულია და მას არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ "дерзкий"-სთან.

სარჩევი

ძერსკოლოგიის ჯგუფები

ძერსკი მდედრი ძერსკი აიპადით

ძერსკოლოგია იყოფა სამ ჯგუდად:

  • სიმბოლიკა - შეისწავლის ძერსკულ ენაში არსებულ სიმბოლოებს როგორიცაა: ;***, <3, O_o და ა.შ.
  • ტერმინოლოგია - შეისწავლის ძერსკულ ტერმინებს, როგორიცაა: გენაჩვალე, მიკალს, ჩემი მარტო ჩემი, ზდ, პკ, ოკ, ერთის ხათრით, მე მომწონს, ნუ მწერთ, ძააან მაგრობაა და სხვ.
  • სურათოლოგია - შეისწავლის ძერკული ვიზუალურ-გამომსახველობითი ჯგუფის ფოტოებს. ამ მიმდინარეობის სურათებზე ძირითადად აღბეჭდილია გამობზეკილი ტუჩები, წინა დღეს ნაყიდი და საგულდაგულოდ სურათისთვის ჩაცმული ტანსაცმელი, სარკეში გადაღებული სურათები (ასეთ სურათებს ქართველი ძერსკები მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ, თუ აპარატი ძვირიანია) და ა.შ.

ისტორია

ძერსკული ენის ფუძემდებლად ითვლება ჯონათან ძერსკი, რომელიც მოღვაწეობდა XX საუკუნის ბოლოსა და XXI დასაწყისში. ძერსკული კულტურის მიმდევრები მრავლად არიან და ქვეყნის მასშტაბით ორ მილიონს აღწევენ, რაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია, თუმცა მათი ამოცნობა განსაკუთრებით ადვილია სოციალურ ქსელებში. ძერსკების ასაკი მერყეობს 12-დან 20 წლამდე, თუმცა შეიძლება შეხვდეთ როგორც ნაადრევად დაძერსკებულ, ასევე 20 წელზე დიდი ასაკის ძერსკებს.
1918 წელს ახლადმოპოვებულმა დამოუკიდებლობამ ქართველებს მრავალი ისეთი სოციალური ინსტიტუტის შექმნის შესაძლებლობა მისცა, რასაც რუსეთის მმართველობის დროს იმპერატორი და ამიერკავკასიის მმართველები ჩვენს დაბეჩავებულ ერს არ ანებებდნენ, ამიტომ დამპყრობლისგან განთავისუფლებისთანავე პარიზიდან ახლადჩამოსულმადენდმა დემემ გახსნა "Светская Грузинская Академия", იგივე СГА. პირველივე წელს აკადემიას უსაქმურთა უშველებელი ტალღა მიაწყდა, მაგრამ დენდმა დემემ (რომელმაც თავი აკადემიის რექტორად დაინიშნა) მხოლოდ ყველაზე სვეცკობისკენ მიდრეკილი ახალგაზრდები ამოარჩია და აკადემიაში ჩარიცხა. სამწუხაროდ, სტუდენტთა პირველმა ნაკადმა აკადემიის დამთავრება ვერ მოახერხა, რადგანაც სწავლა ხუთწლიანი გახლდათ, ხოლო 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოებასთან ერთად აკადემიაც დაიხურა.
XX საუკუნის 70-იან წლებში ასპარეზზე გამოდის ჯონათან ძერსკი, რომელიც დენდი დემეს შვილიშვილი გახლავთ. მას ბაბუის საქმიანობის გაგრძელების უფლება არ მისცეს, ამიტომ მან იატაქვეშა მოძრაობას ჩამოაყალიბა და ძერსკული ტენდენციების ჩუმად გავრცელებას მიჰყო ხელი. მასვე მიეწერება ძერსკთა საერთაშორისო ენისა და ანბანის შექმნაც (tHe DZerSkiesT AlpHabEt EvERRR). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უბრალო ხალხი მის გმირად შერაცხვას ითხოვდა, მაგრამ სამოქალაქო ომის გამო ჯონათან ძერსკისთვის არავის ეცალა. იგი სათანადოდ მხოლოდ 2005 წელს, ნაცების რევოლუციის შემდეგ დააფასეს. მისი ძეგლი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეს მთავარ მოედანზე დღემდე დგას. თავად ჯონათან ძერსკი 2009 წელს პენსიაზე გავიდა და განაცხადა, რომ ძერსკოლოგიის ბედს ახალ თაობას ანდობდა. დღესდღეისობით საქართველოში ერთადერთი ძერსკოლოგიის შემსწავლელი ფაკულტეტი არსებობს და ისიც მხოლოდ ქალიშვილობის ინსტიტუტში. ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საქალწულე აპკის მთლიანობის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტის საფუძველზე ხდება, ხოლო ვაჟთათვის კაიბიწოლოგიის ზოგადი საფუძვლების ცოდნაც საკმარისია. ჯონათან ძერსკი თვლიდა, რომ კაცი ჯერ კაი ბიჭი უნდა იყოს და მხოლოდ შემდეგ შეიძლება გახდეს ძერსკი.

უმაღლესი ჯილდო

ძერსკი ადამიანისთვის ნობელის პრემიაზე ძვირფასია ყველაზე ძერსკების რომელიმე გვერდზე მოხვედრა. ასეთი გვერდები ძირითადად ფეისბუქზე და სხვა სოციალურ ქსელებზე იქმნება. აღსანიშნავია, რომ ნაცების მთავრობამ ვერ შეძლო ფეისბუქზე კორუფციის მოსპობა და ქართველი ძერსკები ძირითადად თავის ან თავიანთი მეგობრების სურათებს აპიარებდნენ (რა თქმა უნდა, ანონიმურად), რომელთაც ოსტატურად გამოაკვეხებდნენ ზოგადად ძერსკად აღიარებულთა სურათებს შორის. ზოგადად ძერსკად აღიარებული ადამიანები ისინი არიან, ვისი სურათიც ათ ან მეტ ასეთ გვერდზე დაიდება. ერთ-ერთი ასეთი სოციალური ქსელის ვარსკვლავი გახლავთ ძერსკი ნინჩო. იხილეთ ძერსკობის კლასიკური გაკვეთილი ძერსკი ნინჩოსგან.

მოშაირე გვანცა ბაგრატიონის გაძერსკებამ სრულიად საქართველო შეძრა

მედიცინის მუშაკები ძერკობის წინააღმდეგ

ყველა ძერსკისთვის სავალდებულო აღჭურვილობა

ფსიქიატრები გვაფრთხილებენ, რომ ძერსკობის ზედმეტმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ფაღარათი, ანორექსია, ფსიქიკური აშლილობა და რეაქტიული ფსიქოზი. კაცობრიობას ძერსკად ქცევის სურვილით გაგიჟებული არაერთი პიროვნება ახსოვს, - მაგალითად, მოშაირე გვანცა ბაგრატიონი.
ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ძერსკობად ითვლება ბერას კონცერტებზე სიარული და მისი სამაჯურების ტარება. ყველა თავმოყვარე ძერსკს სახლში მისი ერთი ალბომი მაინც უნდა ეგდოს.


გზამკვლევი ძერსკთა სამყაროში

როგორ ვიყოთ ბარბი და ძერსკი ერთდროულად
ძერსკად შეყვარებული ძერსკები
ძერსკოლოგიის ფაკულტეტის დეკანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები