ციფრული გამოტყნაურება

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ციფრული გამოტყნაურება - გამოტყნაურების ერთგვარი ტიპი ციფრულ ეპოქაში, რომელიც გვხვდება სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ფეისბუქზე და განსაკუთრებით კომენტარებში. ხანდახან შესაძლებელია დაფიქსირდეს ლაიქის სახითაც.

სარჩევი

კომენტარით გამოტყნაურება

კომენტარით გამოტყნაურება ძირითადად კომენტარით ხდება. როდესაც თქვენ ან თქვენი მეგობარი ან სულაც უცნობი ადამიანი დაწერს რამე სტატუსს. მაგალითად, იმისი შესახებ თუ როგორ მოეწონა რაღაცა, ნებსიმიერი რამ. იქნება ეს ფილმი, საჭმელი, სასმელი, სერიალი, წიგნი და ა.შ. ასეთ მომენტში აუცილებლად გამოჩნდება მომხმარებელი, რომელიც ცნობილია თავისი გამოტყნაურებებით, მაგრამ ვიდრე არ მიგითითებენ მასზე მანამდე შეიძლება ვერც კი დაიჭიროთ გამოტყნაურების ფაქტი. ასეთ კომენტარებში არის ზოგადი და ირიბი თავის ქება და სხვა ადამიანების, სტატუსის ავტორის ან დამკომენტარებლების დაკნინება.

კომენტარებში გამოტყნაურების მაგალითები

  • "აუ, სად გაქვთ ამდენი სერიალის ყურების დრო? ძაან მშურს თქვენი" - ამ დროს კომენტარის ავტორი, არსაიდან გამოხტება და წერს კომენტარს, რომელიც ხაზს უსვამს მის დაკავებულობას და ამავე დროს თქვენ გაკნინებთ, როგორც მოცლილ ადამიანს. არადა, რაღაც მომენტში თქვენ ბევრად უფრო დაკავებული ადამიანი შეიძლება იყოთ. ზოგადად ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი ტიპის ადამიანები, რომლებიც მუდმივად იმაზე წუწუნებენ, რომ ძალიან დაკავებულები არიან, სინამდვილეში ყველაზე უსაქმურები გახლავთ. ბოლოს და ბოლოს, ფეისბუქს სქროლვის დრო თუ გაქვს, იმისთვის, რომ ასეთი სტატუსი იპოვო, გამოტყნაურდე და შენი მოუცლელობა დააფიქსირო, გააჯვი და უყურე ამ სერიალს, რა.
  • "ამის გაკეთებას რამე სასარგებლო გააკეთეთ!" - ამ კომენტარების ავტორები პასიური ფილანტროპები არიან. ისინი თავად არასოდეს აკეთებენ სასარგებლო რაღაცებს, თუმცა ადამიანებს მოუწოდებენ, რომ უფრო გამოსადეგები იყვნენ საზოგადოებისა და კაცობრიობისთვის. სწორედ ამიტომ გადის მათი მოწოდება გამოტყნაურების კატეგორიაში.

ლაიქებში გამოტყნაურების მაგალითები

ზემოთხსენებული კომენტარების დალაიქება არის ლაიქებით გამოტყნაურება.

ხალხის დამოკიდებულება გამოტყნაურების მიმართ

თუ ოდესმე გამოტყნაურებულხართ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ხალხს ეზიზღებით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები