ცენტრი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცენტრი - მარტოსული ტაქსისტების ერთადერთი ხსნა. უცნობია, როდის ჩაეყარა საფუძველი ცენტრისა და ტაქსისტის ურთიერთობას, სავარაუდოდ ათვლის წერტილი შორეული 90ნებია.

სარჩევი

ცენტრის ისტორია

ოდესღაც ცენტრი მიჩნეული იყო გამოგონილ და მისტიურ არსებად, არავის ქონდა მტკიცებულება მისი არსებობისა. თუმცა გავიდა ხანი და რამდენიმე მგზავრი მომსწრე გახდა ცენტრის და ტაქსისტის საუბრის.

ისტორიები ცენტრებზე

თამუნა, 22 წლის - "ზოგადად არ ვარ კომუნიკაბელური ადამიანი, იმ დღეს მითუმეტეს ძალიან დაღლილი ვიყავი. ის (ტაქსისტი) შეეცადა ჩემთან ურთიერთობაში შემოსვლას და რამდენიმე ისტორიაც მომიყვა, მაგრამ რომ იგრძნო ჩემი უყურადღებობა - შემეშვა. რამდენიმე წუთში კი მოხდა ის... თავიდან საშინელი შხრიალის ხმა ისმოდა რაღაც მიკროფონიდან, შემდეგ გაისმა ხმა, ვერ ვიტყვი ეს ხმა ნამდვილად ადამიანის იყო თუ არა, გამიჭირდა გარჩევა. შემდეგ მას ტაქსისტიც აყვა და ასე გაგრძელდა კაი ხანი. თავიდან ცოტა ვღელავდი, მაგრამ მერე შევეჩვიე კიდეც."


ვაჟა, 28 წლის - "რა გითხრა აბა ჯიგარო, ჩემთვის ვიჯექი უკანა სკამზე და ტაქსისტი თავიდან რაღაც ცენტრი, ცენტრიო გაიძახოდა და მერე დაიწყო თავისთვის ლაპარაკი, მეტი არაფერი ვიცი."

კონსპირაციული თეორიები

არავინ იცის ცენტრის ადგილსამყოფელი, ზოგი ვარაუდობს, რომ ის იატაკქვეშა ორგანიზაციაა, რომელიც ტაქსისტების ფსიქიკაზე ზრუნავს. ცენტრისა და ტაქსისტის ურთიერთობა წლების განმავლობაში იხვეწებოდა და საბოლოოდ მიაღწია უმაღლეს საფეხურს და გაუთანაბრდა ისეთ ურთიერთობებს, როგორიცაა: დედა-შვილობა, და-ძმობა, ძმაკაცობა და ა.შ.


რამდენიმე წლის წინ, დსთ-ს ქვეყნებიდან იყვნენ ჩამოსულები, სურდათ ამ ფენომენის შესწავლა და თავიანთ ქვეყნებში დანერგვა, მაგრამ არცერთი ტაქსისტი არ წავიდა საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ და ვერ მოხერხდა ამ ურთიერთობის პიკანტური დეტალების უცხოელებისთვის გამხელა.


ბოლო წლებია ხდება ე.წ. ფირმა ტაქსების და კომპანიების შემოდინება საქართველოში, რაც ასამარებს ცენტრისა და ტაქსისტის ურთიერთობას. ტაქსისტების ლიგის მცდელობის შედეგად, ეს ურთიერთობა შეყვანილია წითელ წიგნში. 2010 წლიდან კი, იუნესკო იღწვის ამ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის.

ცენტრისა და ტაქსისტების ურთიერთობა

ცენტრი ტაქსისტებში დიდი პატივისცემით სარგებლობს, ცენტრს შეუძლია გააწყვეტინოს ტაქსისტებს საუბარი ისეთ თემებზეც კი როგორიცაა პოლიტიკა.

ტაქსის მძღოლი1: ეჰ რამე თუ ეშველება ცვენ ქვეყანას?!

ტაქსის მძღოლი2: რავიცი ჩემო კახა.. კი მოიყვანეს ეს ბიძინა მაგრამ ჩვენ რა?

ცენტრი: კარგით ახლა გეყოთ პოლიტიკაზე საუბარი და 13 შენ ვაკეში გახვალ ჭავჭავაძის ბოლოში?

ტაქსი1: კი გავალ აბა რას ვიზამ...

და სუჩუმემ დაისადგურა.

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=ცენტრი&oldid=3233-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები